დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა
ISO 50001:2018 ენერგო მენეჯმენტის სისტემები
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

ISO 50001:2018 ენერგო მენეჯმენტის სისტემები

ისო 50001 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტია, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS). 

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით  ისო 50001 სტანდარტის გამოყენება, როგორც გლობალური ენერგო მენეჯმენტის სისტემის მოდელი, შეამცირებს ენერგო მოხმარებას მსოფლიოში.

ისო 50001 სტანდარტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტს საკონტროლო წერტილების დადგენის, გაზომვების, დოკუმენტირების, ენერგო ეფექტურობის და გამომუშავებული სათბურის გაზების ანგარიშების წარდგენის, აგრეთვე ახალი ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პრიორიტეტების შესახებ. სტანდარტი აყალიბებს სტრუქტურას კომერციული, ინსტიტუციონალური და სახელმწიფო ობიექტების და ყველა სხვა ორგანიზაციისთვის, რათა მართონ ენერგია ეფექტურად.

ISO 50001 სტანდარტის უპირატესობები

  • გაზრდილი ენერგო-ეფექტურობა.
  • შემცირებული თვითღირებულება.
  • გაუმჯობესებული გარემო პირობები.
  • შემცირებული რისკები.
  • გაზრდილი ენერგო უსაფრთხოება.

ჩვენი მოსახურება:

1. ტრენინგები:
ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ISO 50001 სტანდარტის ტრენინგი, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ორგანიზაციის პროცესებზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენგან მიიღოთ როგორც ISO 50001 სტანდარტის გათვითცნობიერების, ასევე ISO 50001 სტანდარტის შიდა აუდიტორის სწავლების მომსახურება. 

2. GAP ANALYSIS - გეპ ანალიზი:
ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის აუდიტი და შესაბამისი ანალიზი გიჩვენებთ სამოქმედო გეგმას, რომლის განორციელებითაც  თქვენ  დანერგავთ ISO 50001 სტანდარტს დამზად იქნებით სერტიფიკაციისთვის, ან მეორე მხარის აუდიტისთვის.

3.სტანდარტის მიხედვით სისტემის შემუშავება და დანერგვა:
- ორგანიზაცის პროცესების ანალიზის საფუძველზე დოკუმენტალური პროცედურების, დოკუმენტების, ჩანაწერების ფორმების შემუშავება და დამტკიცება.
- მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტებისა და სამუშაო ინსტრუქციების გაცნობა შესაბამის დასაქმებულთა ჯგუფებზე, პროცესებში ინტეგრაცია.
-  ტრენინგების ჩატარება;
- შიდა აუდიტის სწავლების ჩატარება;
- შიდა აუდიტის ჩატარება;
- ორგანიზაციის მენეჯმენტთან ერთად მენეჯმენტის სისტემის განხილვის ორგანიზება და ჩატრება;

4.სერტიფიცირება:
ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ საერთაშორისოდ აკრედიტირებული პარტნიორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, მესამე მხარე, რომელი შეამოწმებს თქვენთან არსებულ ISO 50001 სტანდარტისისტემას და დადასტურების შემდეგ გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს. 
სერტიფიცირების უპირატესობები:

  • კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება;
  • სერტიფიცირებული კომპანიების საერთაშორისო აღიარება;
  • ექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიების შესაძლებლობა;
  • ახალი საერთაშორისო პარტნიორების გაჩენის შესაძლებლობა;
  • ადგილობრივი მომხმარებლის ნდობის მოპოვება;

დეტალური ინფორმაცია:
სისტემის დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
ტელ : 551088809
Mail: info@qcc.ge