დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემა
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემა

ისო 9001  - "ხარისხის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი".
ისო 9001 სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზაციებში არსებული მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად,  მომხმარებლის მოთხოვნების გასაანალიზებლად და მათი კმაყოფილების გასაზრდელად, რაც თავის მხრივ ორგანიზაციის მუდმივი გაუმჯობესების ინდიკატორია.

ვინ გამოიყენებს ისო 9001 სტანდარტს?

- ისო 9001 შეუძლია დანერგოს და გამოიყენოს როგორც სასურსათო ჯაჭვის ბიზნესოპერატორებმა, ასევე პროდუქტების მწარმოებელმა და სხვადასხვა მომსახურების გამწევმა ორგანიზაციებმა;
- ისო 9001 შეიძლება  დანერგოს მცირე, საშუალო ან დიდი ზომის ორგანიზაციებმა;

ჩვენი მოსახურება:

1. ტრენინგები
ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ისო 9001 ტრენინგი, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ორგანიზაციის პროცესებზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენგან მიიღოთ როგორც ისო 9001 სტანდარტის გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორის სწავლების მომსახურება. 

2. GAP ANALYSIS- გეპ ანალიზი:
ორგანიზაციაში არსებული ისო 9001 სისიტემის მდგომარეობის აუდიტი და შესაბამისი ანალიზი გიჩვენებთ სამოქმედო გეგმას, რომლის განსორციელებითაც  თქვენ  დანერგავთ ისო 9001 ხარისხის მენეჯმენტის სისტემას და მზად იქნებით სერტიფიკაციისთვის, ან მეორე მხარის აუდიტისთვის.
3.სტანდარტის შემუშავება და დანერგვა:
- ორგანიზაცის პროცესების ანალიზის საფუძველზე დოკუმენტალური პროცედურების, დოკუმენტების, ჩანაწერების ფორმების შემუშავება და დამტკიცება.
- მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტებისა და სამუშაო ინსტრუქციების გაცნობა შესაბამის დასაქმებულთა ჯგუფებზე, პროცესებში ინტეგრაცია.
- შიდა აუდიტის სწავლების ჩატარება;
- შიდა აუდიტის ჩატარება;
- ორგანიზაციის მენეჯმენტთან ერთად მენეჯმენტის სისტემის განხილვის ორგანიზება და ჩატრება;

3. სერტიფიცირება:
ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ საერთაშორისოდ აკრედიტირებული პარტნიორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, მესამე მხარე, რომელი შეამოწმებს თქვენთან არსებულ ისო 9001 სისტემას და დადასტურების შემდეგ გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს. 
სერტიფიცირების უპირატესობები:

- კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება;
- სერტიფიცირებული კომპანიების საერთაშორისო აღიარება;
- ექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიების შესაძლებლობა;
- ახალი საერთაშორისო პარტნიორების გაჩენის შესაძლებლობა;
- ადგილობრივი მომხმარებლის ნდობის მოპოვება;

დეტალური ინფორმაცია:
სისტემის დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
ტელ : 551088809
Mail: info@qcc.ge

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი არის პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ბიზნესს ისო 9001:2015 ის ციფრული ვერსიის დანერგვას სთავაზობს. დანერგე ისო-ს სისტემები ელექტონული პლატფორმით, ჰარდკოპის გარეშე.