დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა
HACCP სისტემის დანერგვა, ტრენინგები, კონსულტაცია და სერტიფიცირება
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი

HACCP სისტემის დანერგვა, ტრენინგები, კონსულტაცია და სერტიფიცირება

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრთან თანამშრომლობისას HACCP  სისტემის დანერგვა მოიცავს შემდეგი სამუშაოების ეტაპობრივ განხორცილებას:
  • HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების  მეთოდების, მიღებისა და   სანიტარული პრაქტიკებისს  შესწავლა, სისტემასთან შესაბამისობის ანალიზი;
  • ორგანიზაციის დოკუმენტწარმოების წესის შესწავლა, საქართველოს კანონმდებლობისა და სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზი, HACCP სისტემის მოთხოვნებსა და რეალობას შორის არსებული დანაკლისის დადგენა, ანგარიშის წერილობითი სახით შემუშავება და მიწოდება;
  • ჰასპ სისტემის დანერგვისთვის მნიშვნელოვანი წინასწარი აუცილებელი პროგრამების დოკუმენტალური შეამუშავება და ბიზნეს პროცესებში ინტეგრირება;
  • HACCP სისტემის სამოქმედო გუნდის (სურსათის უვნებლობის/HACCP-ის გუნდი) დანიშვნა და გადამზადება სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო მოთხოვნებსა და სანიტარია-ჰიგიენის საკითხებში;
  • HACCP სისტემის წარმატებული დანერგვა/ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურების, ინსტრუქციებისა და ფორმების შემუშავება;
  • HACCP სისტემის მზა დოკუმენტაციის მიწოდება ორგანიზაციისთვის, გაცნობა, შეთანხმება, დამტკიცება და ბიზნეს პროცესებში ინტეგრირება;
  • სისტემის დანერგვის სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა HACCP ლიდერთან და გუნდთან ერთად;
  • ორგანიზაციის მზადყოფნის შეფასების ოქმის წერილობითი ფორმით მომზადება და მიწოდება მენეჯმენტისთვის;
  • HACCP სისტემის გამოწვევის სიმულაციის ტესტის ჩატარება და ორგანიზაციის საბოლოო შეფასება;
  • ხარისხის საკოსნულტაციო ცენტრი იღებს ვალდებულებას ორგანიზაციაში HACCP სისტემის დანერგვის დასრულებიდან მომდევნო 1 წლის განმავლობაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმების შედეგად გამოვლენილი გადაცდომებისა და შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით საკუთარი ხარჯით განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება შესრულებული სამუშაოების გამოსწორებისთვის, იმ შემთხვევაში თუ სურსათის ეროვნული სააგენტოს შენიშვნები გამოწვეული იქნება კომპანიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე.
HACCP სისტემის დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
MOB: +995 551 088809 ან მოგვწერეთ  info@qcc.ge -ზე;

ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი არის პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ბიზნესს HACCP სისტემის ციფრული ვერსიის დანერგვას სთავაზობს.დანერგე და აწარმოე HACCPსისტემა ელექტონული პლატფორმით, ჰარდკოპის გარეშე და დაადასტურე საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა.