ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი
ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები
ISO 14001:2015 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (EMS) მოთხოვნებს. მისი დანერგვა ორგანიზაციებს ეხმარება გარემოზე ზემოქმედების მართვაში, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში და გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესებაში.
ISO 14001:2015-ის ძირითადი პრინციპები:
გარემოსდაცვითი პოლიტიკა: ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც ასახავს მის ვალდებულებებს გარემოს დაცვის მიმართ.
დაგეგმვა: გარემოსდაცვითი ასპექტების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და რისკების შეფასება, გარემოსდაცვითი მიზნების დასახვა.
განხორციელება და ოპერაცია: რესურსების, როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა, თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და დოკუმენტირებული ინფორმაციის მართვა.
შეფასება: გარემოსდაცვითი საქმიანობის მონიტორინგი, გაზომვა, აუდიტი და მართვის მიმოხილვა.
უწყვეტი გაუმჯობესება: გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება.
ISO 14001:2015-ის დანერგვის უპირატესობები:
გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება: სტანდარტის დანერგვა ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებას, რესურსების ეფექტურ გამოყენებას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციას.
საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა: სტანდარტი ეხმარება ორგანიზაციებს გაიგონ და დააკმაყოფილონ გარემოსდაცვითი საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც თავიდან აცილებს შესაძლო ჯარიმებსა და სამართლებრივ პრობლემებს. ხარჯების შემცირება: რესურსების ეფექტური გამოყენება და ნარჩენების შემცირება იწვევს ხარჯების შემცირებას, რაც ანაზღაურებს EMS-ის დანერგვისა და შენარჩუნების ხარჯებს. 
კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესება: ISO 14001-ის სერტიფიცირება აჩვენებს ორგანიზაციის ვალდებულებას გარემოს დაცვის მიმართ, რაც აძლიერებს მის რეპუტაციას და ზრდის დაინტერესებული მხარეების ნდობას.
ვის შეუძლია გამოიყენოს ISO 14001:2015?
ISO 14001:2015 სტანდარტი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის და ზომის ორგანიზაციისთვის, რომელიც ისწრაფვის გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესებისკენ. ეს მოიცავს როგორც წარმოების, ასევე მომსახურების სექტორებს, კერძო და საჯარო ორგანიზაციებს.
ISO 14001:2015-ის სერტიფიცირების პროცესი:
მზადყოფნის შეფასება: ორგანიზაციის არსებული გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის შეფასება სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
დოკუმენტაციის შემუშავება: პოლიტიკების, პროცედურებისა და ინსტრუქციების შექმნა, რომლებიც შეესაბამება ISO 14001:2015-ის მოთხოვნებს.
სისტემის დანერგვა: დოკუმენტირებული პროცესების პრაქტიკაში განხორციელება და თანამშრომლების ტრენინგი.
შიდა აუდიტი: სისტემის შიდა შეფასება შეუსაბამობების გამოსავლენად და გამოსასწორებლად.
მართვის მიმოხილვა: ხელმძღვანელობის მიერ სისტემის ეფექტურობის შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
სერტიფიცირების აუდიტი: დამოუკიდებელი სერტიფიცირების ორგანოს მიერ აუდიტის ჩატარება სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.
სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემდეგ, ორგანიზაცია იღებს ISO 14001:2015 სერტიფიკატს, რომელიც მოქმედებს 3 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ტარდება საზედამხედველო აუდიტები, რათა უზრუნველყოფილ იქნას სისტემის უწყვეტი შესაბამისობა სტანდარტის მოთხოვნებთან.
ჩვენი მოსახურება:
1. ტრენინგები:
ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ISO 14001:2015 ტრენინგი, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ორგანიზაციის პროცესებზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენგან მიიღოთ როგორც ISO 14001:2015 სტანდარტის გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორის სწავლების მომსახურება.
2. GAP ANALYSIS - გეპ ანალიზი:
ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის აუდიტი და შესაბამისი ანალიზი გიჩვენებთ სამოქმედო გეგმას, რომლის განორციელებითაც თქვენ დანერგავთ ISO 14001:2015 მენეჯმენტის სისტემას და მზად იქნებით სერტიფიკაციისთვის, ან მეორე მხარის აუდიტისთვის.
3.სტანდარტის მიხედვით სისტემის შემუშავება და დანერგვა:
- ორგანიზაცის პროცესების ანალიზის საფუძველზე დოკუმენტალური პროცედურების, დოკუმენტების, ჩანაწერების ფორმების შემუშავება და დამტკიცება.
- მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტებისა და სამუშაო ინსტრუქციების გაცნობა შესაბამის დასაქმებულთა ჯგუფებზე, პროცესებში ინტეგრაცია.
- შიდა აუდიტის სწავლების ჩატარება;
- შიდა აუდიტის ჩატარება;
- ორგანიზაციის მენეჯმენტთან ერთად მენეჯმენტის სისტემის განხილვის ორგანიზება და ჩატრება;
4.სერტიფიცირება:
ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ საერთაშორისოდ აკრედიტირებული პარტნიორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, მესამე მხარე, რომელი შეამოწმებს თქვენთან არსებულ ISO 14001:2015 სისტემას და დადასტურების შემდეგ გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს.
სერტიფიცირების უპირატესობები:
კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება;
სერტიფიცირებული კომპანიების საერთაშორისო აღიარება;
ექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიების შესაძლებლობა;
ახალი საერთაშორისო პარტნიორების გაჩენის შესაძლებლობა;
ადგილობრივი მომხმარებლის ნდობის მოპოვება;
დეტალური ინფორმაცია:
სისტემის დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
ტელ : 551088809
Mail: info@qcc.ge