ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - სტანდარტი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, როგორც სურსათის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, ასევე სერვისის მიმწოდებელი".
ISO 22000 - სტანდარტი შეიქმნა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზაციებში არსებული სურსათის უვნებლობის სისტემის გასაუმჯობესებლად, მომხმარებლის მოთხოვნების გასაანალიზებლად და მათი კმაყოფილების გასაზრდელად, რაც თავის მხრივ ორგანიზაციის მუდმივი გაუმჯობესების ინდიკატორია.
ვინ გამოიყენებს ISO 22000 სტანდარტს?
ISO 22000 შეუძლია დანერგოს და გამოიყენოს როგორც სასურსათო ჯაჭვის ბიზნესოპერატორებმა, ასევე პროდუქტების მწარმოებელმა და სხვადასხვა მომსახურების გამწევმა ორგანიზაციებმა;
ISO 22000 შეიძლება დანერგოს მცირე, საშუალო ან დიდი ზომის ორგანიზაციებმა;
ISO 22000:2018 ვრცელდება სასურსათო ჯაჭვის ყველა ორგანიზაციაზე, მიუხედავად მათი ზომისა და საქმიანობის ტიპისა, მათ შორის:
სურსათის მწარმოებლები
სურსათის გადამამუშავებელი კომპანიები
შეფუთვის მასალების მწარმოებლები
საწყობები და სადისტრიბუციო ცენტრები
ტრანსპორტირების კომპანიები
სასურსათო მომსახურების მიმწოდებლები (რესტორნები, კაფეები)
სასურსათო საცალო ვაჭრობის ობიექტები
ISO 22000:2018-ის ძირითადი ელემენტები:
სისტემის მენეჯმენტი: სტანდარტი ეფუძნება პროცესზე დაფუძნებულ მიდგომას და იყენებს PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე) ციკლს, რაც უზრუნველყოფს სისტემის უწყვეტ გაუმჯობესებას.
წინაპირობების პროგრამები (PRPs): ეს პროგრამები მოიცავს იმ ძირითად პირობებსა და საქმიანობებს, რომლებიც აუცილებელია სუფთა და ჰიგიენური სამუშაო გარემოს შესანარჩუნებლად.
საფრთხის ანალიზი და HACCP პრინციპები: საფრთხეების იდენტიფიცირება, შეფასება და კონტროლი კრიტიკულ საკონტროლო წერტილებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას სურსათის უვნებლობა.
კომუნიკაცია: ეფექტური კომუნიკაცია სასურსათო ჯაჭვის ყველა მონაწილესთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ინფორმაციის დროული გაცვლა სურსათის უვნებლობის საკითხებზე.
ISO 22000:2018-ის უპირატესობები:
სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება: სტანდარტის დანერგვა ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის რისკების იდენტიფიცირებასა და კონტროლს, რაც ამცირებს სურსათით გამოწვეული დაავადებების გავრცელების ალბათობას.
კანონმდებლობასთან შესაბამისობა: ISO 22000 ეხმარება ორგანიზაციებს დააკმაყოფილონ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც ამცირებს სამართლებრივი სანქციების რისკს.
მომხმარებელთა ნდობის ამაღლება: სერტიფიცირებული სისტემა აჩვენებს ორგანიზაციის ერთგულებას სურსათის უვნებლობის მიმართ, რაც ზრდის მომხმარებელთა ნდობას და კმაყოფილებას.
ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება: ISO 22000-ის სერტიფიცირება ხელს უწყობს ახალი ბაზრების ათვისებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ISO 22000:2018-ის სერტიფიცირების პროცესში ჩვენი მომსახურება:
1. ტრენინგები:
ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ISO 22000 ტრენინგი, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ორგანიზაციის პროცესებზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენგან მიიღოთ როგორც ISO 220001 სტანდარტის გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორის სწავლების მომსახურება.
2. GAP ANALYSIS - გეპ ანალიზი:
ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის აუდიტი და შესაბამისი ანალიზი გიჩვენებთ სამოქმედო გეგმას, რომლის განორციელებითაც თქვენ დანერგავთ ISO 22000 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემას და მზად იქნებით სერტიფიკაციისთვის, ან მეორე მხარის აუდიტისთვის.
3.სტანდარტის მიხედვით სისტემის შემუშავება და დანერგვა:
ორგანიზაცის პროცესების ანალიზის საფუძველზე დოკუმენტალური პროცედურების, დოკუმენტების, ჩანაწერების ფორმების შემუშავება და დამტკიცება.
მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტებისა და სამუშაო ინსტრუქციების გაცნობა შესაბამის დასაქმებულთა ჯგუფებზე, პროცესებში ინტეგრაცია.
HACCP სისტემისა და PRP-პროგრამებზე ტრენინგების ჩატარება;
შიდა აუდიტის სწავლების ჩატარება;
შიდა აუდიტის ჩატარება;
ორგანიზაციის მენეჯმენტთან ერთად მენეჯმენტის სისტემის განხილვის ორგანიზება და ჩატრება;
4.სერტიფიცირება:
ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ საერთაშორისოდ აკრედიტირებული პარტნიორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, მესამე მხარე, რომელი შეამოწმებს თქვენთან არსებულ ISO 22000 სისტემას და დადასტურების შემდეგ გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს.
სერტიფიცირების უპირატესობები:
კომპანიის იმიჯის გაუმჯობესება;
სერტიფიცირებული კომპანიების საერთაშორისო აღიარება;
ექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიების შესაძლებლობა;
ახალი საერთაშორისო პარტნიორების გაჩენის შესაძლებლობა;
ადგილობრივი მომხმარებლის ნდობის მოპოვება;
დეტალური ინფორმაცია:
სისტემის დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
ტელ : 551088809
Mail: info@qcc.ge
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი არის პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ბიზნესს ISO 22000 -ის ციფრული ვერსიის დანერგვას სთავაზობს. დანერგე ისო-ს სისტემები ელექტონული პლატფორმით AIISO, ჰარდკოპის გარეშე.