თუ თქვენ სასურსათო სექტორში ხართ ჩართული და დაინტერესდით რუტინული და მაღალბიუჯეტური საკითხების გამარტივებითა და გაიაფებით, მაშინ ჩვენი მომსახურება "HACCP სისტემის საკონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის" თქვენთვის არის, ჩვენი კოლეგები თქვენს ორგანიზაციაში ეტაპობრივად განახორციელებენ შემდეგ აქტივობებს:
- HACCP სისტემის მოთხოვნების მიხედვით საწარმოს ინფრასტრუქტურის, წარმოების მეთოდების, მიღებისა და სანიტარული პრაქტიკების შესწავლა და გაუმჯობესების პოტენციალის იდენტიფიცირება;
- ორგანიზაციის დოკუმენტწარმოების წესის შესწავლა, საქართველოს კანონმდებლობისა და სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაუმჯობესების პოტენციალის იდენტიფიცირება;
- დამკვეთი ორგანიზაციისთვის მომზადებული HACCP სისტემის ელექტრონული პლატფორმის დანერგვა ორგანიზაციაში პასუხისმგებელ გუნდთან ერთად;
- ორგანიზაციის ყოველთვიური HACCP-სისტემის ხარჯის 20-35%-ით შემცირება;
- HACCP-სისტემის დოკუმენტალური, დაბეჭდილი ვერსიის ხმარებიდან ამოღება და ციფრულ ვერსიაზე გადასვლა;
- ორგანიზაციის მზადყოფნის ოქმის მომზადება და მიწოდება ტოპ მენეჯმენტისთვის;
ხარისხის საკოსნულტაციო ცენტრი იღებს ვალდებულებას ორგანიზაციაში HACCP სისტემის საკონსულტაციო მომსახურების დასრულებიდან მომდევნო 1 წლის განმავლობაში, სურსათისეროვნული სააგენტოს შემოწმების შედეგად გამოვლენილი გადაცდომებისა და შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით საკუთარი ხარჯით განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება შესრულებული სამუშაოების გამოსწორებისთვის, იმ შემთხვევაში თუ სურსათის ეროვნული სააგენტოს შენიშვნები გამოწვეული იქნება კომპანიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე.
HACCP სისტემა კონსულტაცია არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვისშესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
MOB: +995 551 088809 ან მოგვწერეთ info@qcc.ge -ზე;
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი არის პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ბიზნესს HACCP სისტემის ციფრული ვერსიის დანერგვას სთავაზობს. დანერგე და აწარმოე HACCP სისტემა ელექტონული პლატფორმით, ჰარდკოპის გარეშე და დაადასტურე საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა.