დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

სასურსათო პროდუქტების ვარგისიანობის ვადა

შენახვის ვადა არის დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სურსათი ინარჩუნებს მისთვის მისაღებ ან სასურველ მახასიათებლებს, შენახვისა და დამუშავების მითითებულ პირობებში. ეს მისაღები ან სასურველი მახასიათებლები შეიძლება დაკავშირებული იყოს პროდუქტის უვნებლობასთან ან ხარისხთან და შეიძლება იყოს მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური. ევროკავშირის რეგულაცია 1169/2011 მოითხოვს, რომ სასურსათო პროდუქტების შენახვის ვადა მიეთითოს მინიმალური გამძლეობის თარიღით (“უმჯობესია გამოყენებული იქნას“) ან „გამოიყენება..მდე“ 

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება შენახვის ვადის კვლევების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს კანონით საჭირო სურსათის უვნებლობის მართვის პროცედურას, რომელიც დაფუძნებულია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე. შენახვის ვადის ტესტები არის შენახვის ცდები, სადაც ექსპერიმენტდება პროდუქციის ხარისხის გამძლეობა და სტაბილურობა განსაზღვრულ პირობებში. განსაზღვრული ვარგისიანობის ვადა გამოიხატება ისე, როგორც მოითხოვს ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობა, „გამოყენება..მდე“ ან „უმჯობესია გამოყენებული იქნას“თარიღის სახით.

შენახვის ვადის განსაზღვრა შედგება რამდენიმე ეტაპისგან: 
• პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პროდუქტის აღწერა. რაც გულისხმობს, პროდუქტის თვისებების დეტალურ მიმოხილვას.
• მეორე, აუცილებელია იმის დადგენა, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს სურსათის გაფუჭება ან ხარისხის დეგრადაცია. ეს პროცესი შესაძლოა წარიმართოს ხელმისაწვდომი ლიტერატურის დახმარების საფუძველზე. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესაფუთი მასალის, გარემოს და შენახვის სათანადო პირობების შერჩევას.
• მესამე, შენახვის ხანგრძლივობის სწორად შესაფასებლად საჭიროა სწორი ანალიზის შერჩევა. ჩვეულებრივ, სურსათის მწარმოებლები პროდუქციის ხარისხს აფასებენ სენსორული თუ მიკრობიოლოგიური ანალიზით. სენსორული ანალიზი ტარდება ორგანოლეპტიკური შეგრძნებების საფუძველზე, როგორიცაა გარეგნობა, ტექსტურა, ფერი, სუნი, გემო და სხვა. რაც შეეხება მიკრობიოლოგიურ ტესტებს, მასზე დაყრდნობით აანალიზებენ პროდუქტში ობის სოკოების, საფუვრების  ან/და ბაქტერიების რაოდენობას. ამ ყველაფრის შემდეგ, პროდუქტის შესამოწმებლად სწორი მეთოდის არჩევის შემდეგ შეიძლება განისაზღვროს პროდუქტის შენახვის ვადა. 
სასურსათო პროდუქტებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა შენახვის ვადა მათი თვისებებიდან გამომდინარე. ხანმოკლე ვარგისიანობის ვადის მქონე პროდუქტები ძირითადად მიდრეკილია მიკრობიოლოგიური გაფუჭებისკენ და აქვთ „გამოიყენება...მდე“ თარიღი  მიკრობიოლოგიური პროცესები გამოწვეულია მიკროორგანიზმების სპეციფიკური ჯგუფების აქტივობით, როგორიცაა ობის სოკოები, საფუვრები და ბაქტერიები. ამ პროცესების შედეგად სურსათი არ არის უვნებელი და წარმოადგენს სამრეწველო ნარჩენებს.. განსაკუთრებით მალფუჭებადი და მოკლე შენახვის ვადის მქონე სასურსათო პროდუქტებია, მაგალითად: რძის პროდუქტები, ხორცი, ფრინველი, თევზი, მოხარშული მზა კერძები, ზოგიერთი ხილი, ბოსტნეული და გამომცხვარი პროდუქტები. 

სასურსათო პროდუქტები, რომლებსაც აქვთ საშუალო ან ხანგრძლივი შენახვის ვადა, არის მაგალითად: კარტოფილის ჩიფსები, ფქვილი, მარცვლეული, მაკარონი, რძის ფხვნილი, პასტერიზებული და დაკონსერვებული სურსათი.


პროდუქტის შენახვის ვადაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: შესაფუთი მასალა, შესაფუთი გარემო და შენახვის პირობები.
• პროდუქტებს, რომლებიც მგრძნობიარეა შენახვის დროს ტენის შთანთქმის მიმართ, სჭირდებათ შეფუთვა, რომელიც იცავს პროდუქტს ტენიანობისგან. ამიტომ მასალა სწორად უნდა იყოს შერჩეული შესაბამისი პროდუქტისთვის. ცხიმიანი საკვების შენახვის ვადის გასაზრდელად ხშირად გამოიყენება შესაფუთი მასალები, რომლებსაც აქვთ ჟანგბადის ბარიერი.
• სურსათის უვნებლობისა და სტაბილური ხარისხის შესანარჩუნებლად გამოიყენება შესაფუთი გარემო, სადაც გამოიყენება სხვადასხვა გაზები. მაგალითად, ახალი ხორცის შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად გამოიყენება ჟანგბადის, ნახშირორჟანგის და აზოტის ნარევი. მაგრამ ცხიმიანი საკვების შენახვის ვადის გასაზრდელად, პირიქით ჟანგბადი გამოიდევნება შეფუთვიდან აზოტის, როგორც შემავსებელი გაზის, გამოყენებით.
• სურსათის შენახვის ვადაზე ასევე მოქმედებს ის პირობები, რა პირობებშიც ინახება პროდუქტი,  მაგალითად, ახალი ხორცის პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, ფრინველი და თევზი, რეკომენდირებულია შეინახოთ მაცივარში. თაროზე გამძლე საკვები, როგორიცაა მარცვლეული, შეიძლება ინახებოდეს ოთახის პირობებში. გაყინული სასურსათო პროდუქტები უნდა განთავსდეს მაცივარში მინუს ტემპერატურაზე, რითაც მათი შენახვის ვადა ხანგრძლივდება.

 

#HACCP #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისსისტემა #უვნებელისურსათი
სასურსათო პროდუქტების ვარგისიანობის ვადა