დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

სურსათის ფალსიფიცირება

სურსათის ფალსიფიცირებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სასურსათო პროდუქტების გაყიდვისას მომხმარებელი არ ფლობს სათანადო ინფორმციას პროდუქტთან დაკავშირებით და ბიზნეოპრატორს მომხმარებელი მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში ფინანსური მოგების მიღების მიზნით.

სურსათის ფალსიფიცირების ტიპები:
◾️ განზავება: მაღალი ღირებულების თხევადი ინგრედიენტის შერევა დაბალი ღირებულების სითხესთან. მაგალითად: რძის შერევა წყალთან;
◾️ არასწორი მარკირება/ეტიკეტირება: პროდუქტის შეფუთვაზე არასწორი, პროდუქტთან შეუსაბამო ინფორმაციის განთავსება. მაგალითად: პროდუქტის შეფუთვაზე ტემრინი „ორგანული“-ის განთავსება, როდესაც პროდუქტი რეალურად არ არის ორგანული;
◾️ დამალვა: დაბალი ღირებულების პროდუქტების ან ინგრედიენტების დამალვა. მაგალითად: ხილის შეღებვა მისი ნაკლოვანებების დაფარვის მიზნით;
◾️ ჩანაცვლება: მაღალი ხარისხის, ღირებულების მქონე ინდგრედიენტების ჩანაცვლება მსგავსი, მაგრამ დაბალი ხარისხის მქონე ინგრედიენტით. მაგალითად: პრემიუმ ხარისხის ყავის მარცვლების ჩანაცვლება შედარებით დაბალი ხარისხი ყავის მარცვლებით;
◾️ გაყალბება: სასურსათო პროდუქტის ბრენდის სახელის, შეფუთვის, რეცეპტის, საწარმოო პროცესის და ა.შ კოპირება;
◾️ დაუმტკიცებელი გაფართოება: სურსათისთვის უცნობი და დაუმტკიცებელი მასალების დამატება პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით. მაგალაითად; მელამინის რძეში დამატება.
◾️ “ნაცრისფერი მარკეტი“/ქურდობა: სასურსათო პროდუქტების იმპორტი ან ექსპორტი უნებართვო მეთოდებისა და გზების გამოყენებით, ასევე გადასახადების გადახდისგან ან რეგულაციებისგან თავის არიდება. 

ხშირად ფალსიფიცირებული სასურსათო პროდუქტები:
◾️ ზეითუნის ზეთი;
◾️ თევზი;
◾️ რძე;
◾️ წვენი;
◾️ ვანილის ექსტრაქტი;
◾️ ყურძნის ღვინო;
◾️ ზაფრანა.
სურსათის ფალსიფიცირების პრევენციის მიზნით,  ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებამ, როგორიცაა კვების პროდუქტების თაღლითობის მონაცემთა ბაზა, ევროკავშირის RASFF პორტალი და HorizonScan by FERA, შესაძლოა განაპირობოს ისეთი პროცესების გამარტივება, როგორიცაა მონიტორინგი და ინფორმაციის გაცვლა პოტენციური რისკებისა და ცრუ ინციდენტების შესახებ სურსათის მიწოდების ჯაჭვში. კომპანიებმა ასევე უნდა გააკეთონ მოწყვლადობის შეფასება სასურსათო პროდუქტების ხარისხის უზრუნველსაყოფად.
სურსათის თაღლითობის მოწყვლადობის შეფასება არის დოკუმენტირებული შეფასება, რომელიც განსაზღვრავს მოწყვლადობას სურსათის თაღლითობის მიმართ და განმარტავს, თუ როგორ გამოვლინდა ეს მოწყვლადობა.

მოწყვლადობის შეფასების ჩატარების მიზეზები:
◾️ მომხმარებლების დასაცავად: სურსათი, რომელიც დაუცველია თაღლითობის მიმართ, მნიშვნელოვან რისკებს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის. ფალსიფიცირებული ან განზავებული სურსათი პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლებს მიკრობული დამაბინძურებლების, ქიმიური დამაბინძურებლების, ალერგენების ან არაჰიგიენური მოპყრობისგან ნებისმიერი გაყალბების ან ჩანაცვლების დროს, ასევე არსებობს რისკები, რომლებიც იწვევენ ქრონიკულ დაავადებებს;
◾️ ბრენდის დასაცავად: სასურსათო პროდუქტებთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებელთა ნდობის დაკარგვა, რაც შეიძლება კატასტროფული იყოს ბრენდისთვის;
◾️მარეგულირებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად: ინგრედიენტის გაყალბება, ჩანაცვლება ან განზავება მიუთითებს პროდუქტის მიკვლევადობის ხარვეზზე, რაც ნიშნავს სურსათის უვნებლობის რეგულაციების მოთხოვნებთან შეუსაბამობას;
◾️ ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად: პროდუქტის გატანა, გაწვევა, სისხლისსამართლებრივი დევნა და სამოქალაქო სარჩელი, როგორც წესი, წარმოიქმნება თაღლითური ფალსიფიკაციის შედეგად. ეს შეიძლება იყოს ფინანსურად დამღუპველი.

სურსათის თაღლითობის მოწყვლადობის შეფასების საფეხურები:
შეამოწმეთ სურსათის თაღლითობის წინა შემთხვევები: ამისათვის გამოიყენეთ სასურსათო თაღლითობის მონაცემთა ბაზები. 
გამოიკვლიეთ ახალი ან გაჩენილი საკითხები: ახალი ან გაჩენილი საკითხები მოიცავს ფასების ზრდას და მიწოდება-მოთხოვნის დისბალანსს. ამან შეიძლება გაზარდოს მომავალში ამ მასალისთვის სურსათის თაღლითობის რისკი.
გამოიკვლიეთ თქვენი მიწოდების ჯაჭვი: გაარკვიეთ, საიდან მოდის მასალა. მიწოდების ჯაჭვი მოკლეა თუ გრძელი? მიწოდების უფრო გრძელმა ჯაჭვებმა მარავალი ეტაპით შეიძლება უზრუნველყონ მეტი შესაძლებლობა თაღლითური საქმიანობისთვის. 
ჩაწერეთ თქვენი დასკვნები: მასალის შესწავლისას, დააფიქსირეთ თქვენი დასკვნები წინა საფეხურებიდან. ეს არის მოწყვლადობის შეფასების ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი.
შეაფასეთ ალბათობა: გამოიყენეთ წინა საფეხურებში მიღებული ცოდნა, რათა შეაფასოთ იმის ალბათობა მასალაზე გავლენას მოახდენს თუ არა სასურსათო თაღლითობა.
შეაფასეთ შედეგები: განიხილეთ სავარაუდო შედეგები ფალსიფიცირების შემთხვევაში. იქნება თუ არა საფრთხე მომხმარებლებისთვის? საჭიროა თუ არა პროდუქტის უკან დაბრუნება? იქნება თუ არა სერიოზული ფინანსური დანაკარგები ფალსიფიცირების გამოვნელისას?
შექმენით ანგარიში: დასრულებული სურსათის თაღლითობის მოწყვლადობის შეფასება უნდა მოიცავდეს:
◾️ მასალის დასახელებას: სასურსათო პროდუქტი ან ინგრედიენტი;
◾️ შეფასების თარიღი;
◾️ შეფასების გადახედვის თარიღი;
◾️ იმ პირ(ებ)ის სახელი, რომელმაც შეასრულა შეფასება;
◾️ გვერდის ნომრები და დოკუმენტების კონტროლის სხვა მახასიათებლები;
◾️ სფეროს ინფორმაცია, რომელიც ასახავს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის სტანდარტის მოთხოვნებს;
◾️ დასკვნა მასალის საერთო დაუცველობის შესახებ;
◾️ ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ იქნა მიღწეული სავარაუდო და შედეგების შეფასებები.



#HACCP #ISO22000 #სურსათისხარისხი #სტანდარტი #მენეჯმენტისსისტემები #სურსათისუვნებლობისსისტემა
სურსათის ფალსიფიცირება