5 წლამდე ბავშვების სურსათის უვნებლობა
ხუთ წელზე ქვემოთ ბავშვები იმყოფებიან სურსათით გამოწვეული დაავადებებისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებების რისკის ქვეშ, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება. განვითარებადი იმუნური სისტემის მქონე მცირეწლოვანი ბავშვები ისევე ვერ ებრძვიან ინფექციებს, როგორც მოზრდილები. გარდა ამისა, მცირეწლოვანი ბავშვები გამოიმუშავებენ ნაკლებ კუჭის მჟავას, რომელიც კლავს მავნე ბაქტერიებს, რაც უფრო აადვილებს მათ დაავადებას.
სურსათით გამოწვეული დაავადება (ასევე უწოდებენ სურსათის მოწამვლას) შეიძლება განსაკუთრებით საშიში იყოს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რადგან ხშირად იწვევს ღებინებას ან დიარეას, ან ორივეს ერთად. იმის გამო, რომ ბავშვების სხეული პატარაა, მათ შეუძლიათ სწრაფად დაკარგონ სხეულის დიდი რაოდენობით სითხე და მოხდეს გაუწყლოება. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სურსათის უვნებლობა დამოკიდებულია მათი მშობლებისა და აღმზრდელების სურსათის უვნებლობის დაცვაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა. ბავშვებმა და მათზე მზრუნველებმა ხელები ხშირად უნდა დაიბანონ, განსაკუთრებით სურსათის მომზადების წინ, მის შემდეგ და ჭამის წინ.
5 წლამდე ასაკის ბავშვებში, E. coli ინფექციები უფრო ხშირად იწვევს ჰემოლიზურ ურემიულ სინდრომს (HUS), მძიმე გართულებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ქრონიკული დაავადება, თირკმლის უკმარისობა და სიკვდილი.
HUS-ის სიმპტომებია:
◾️ ნაკლებად ხშირად შარდვა
◾️ დაღლილობის შეგრძნება
◾️ ვარდისფერი ფერის დაკარგვა ლოყებსა და ქვედა ქუთუთოების შიგნით
აირჩიეთ და მოამზადეთ უვნებელი სურსათი
თუ თქვენ ამზადებთ სურსათს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ყოველთვის უნდა მიჰყვეთ ამ ოთხ ნაბიჯს:
სისუფთავე
◾️ დაიბანეთ ხელები და გაწმინდეთ სამუშაო ზედაპირები საჭმლის მომზადებამდე, საჭმლის მომზადებისას და მის შემდეგ. მიკრობები შეიძლება იყოს თქვენს სამზარეულოს ირგვლივ, მათ შორის თქვენს ხელებზე, ჭურჭელში, საჭრელ დაფებსა და სამუშაო მაგიდაზე.
განაცალკევეთ სურსათი
◾️ განაცალკევეთ უმი ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი მზა სურსათისგან. გამოიყენეთ ცალკე საჭრელი დაფები და შეინახეთ უმი ხორცი სხვა სურსათისგან შორს თქვენს საყიდლების კალათაში და მაცივარში.
თერმული დამუშავება
◾️ მავნე ბაქტერიების გასანადგურებლად, თერმულად დაამუშავეთ სურსათი სწორ შიდა ტემპერატურაზე . გამოიყენეთ სურსათის თერმომეტრი.
შენახვა
◾️ შეინახეთ სურსათი მაცივარში 4°C-ზე ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე. ნარჩენები შეინახეთ მაცივარში მომზადებიდან 2 საათის განმავლობაში (ან 1 საათის განმავლობაში, თუ სურსათი ინახება 32°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე).
დაფქული და მყარი სურსათის უსაფრთხო მომზადება მიკროტალღურ ღუმელში:
◾️ მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას ბავშვის სურსათი არ გადაიტანოთ ქილაში. ამის ნაცვლად, გადაიტანეთ საჭმელი ჭურჭელში, ამ გზით შესაძლებელია მოურიოთ სურსათს და შეამოწმოთ გემო და ტემპერატურა.
◾️ 120 მილილიტრი მყარი სურსათი შედგით მიკროტალღურ ღუმელში დაახლოებით 15 წამის განმავლობაში,მაღალი სიმძლავრის დროს. ყოველთვის ურიეთ, გააჩერეთ 30 წამი და გასინჯეთ გემო,სურსათი უნდა იყოს ნელთბილი.
◾️ მიკროტალღურ ღუმელში ნუ გააცხელებთ ხორცს, ხორცის ჩხირს ან კვერცხს. ამის ნაცვლად გამოიყენეთ გაზქურა. ამ სურსათს აქვს ცხიმის მაღალი შემცველობა და ვინაიდან მიკროტალღური ღუმელი ცხიმებს უფრო სწრაფად ათბობს, ვიდრე სხვა ნივთიერებებს, ამ სურსათმა შეიძლება გამოიწვიოს გადახურება და გაშხეფება.
ჩვილის სურსათის უსაფრთხო მომზადება და შენახვა
◾️ ყურადღებით წაიკითხეთ და მიჰყევით ინსტრუქციას,რომელიც მოცემულია ეტიკეტზე.
◾️ კარგად დაიბანეთ ხელები ბოთლების მომზადებამდე და ბავშვის კვებამდე.
◾️ გაასუფთავეთ სამუშაო ადგილი.
◾️ გარეცხეთ და სანიტარიზაცია ჩაუტარეთ ბოთლებს.
◾️ თუ იყენებთ ბავშვის ფხვნილს, გამოიყენეთ უსაფრთხო წყალი. გამოიყენეთ წყლის ის რაოდენობა, რომელიც მითითებულია ინტრუქციაში. ჯერ ყოველთვის გაზომეთ წყალი და შემდეგ დაამატეთ ფხვნილი.
◾️ თუ თქვენი ბავშვი 3 თვეზე უმცროსია, ნაადრევად დაიბადა ან აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი ზომების მიღება სურსათის მომზადებიას კრონობაქტერისგან თავის დასაცავად, იშვიათი, მაგრამ სერიოზული ინფექცია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვილ ბავშვთა კვებაში არსებული მიკრობებით.
◾️ გამოიყენეთ მზა ჩვილის სურსათი მომზადებიდან 2 საათის განმავლობაში და კვების დაწყებიდან 1 საათის განმავლობაში.
◾️ თუ 2 საათის განმავლობაში არ გამოიყენებთ, დაუყოვნებლივ შეინახეთ ბოთლი მაცივარში და გამოიყენეთ 24 საათის განმავლობაში.
დედის რძისა და ხელოვნური რძის გაცხელება
◾️ ცხელი ონკანის წყალში გაცხელებისას: მოათავსეთ ბოთლი ცხელი ონკანის წყლის ქვეშ, 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ ბოთლი არ მიაღწევს სასურველ ტემპერატურას.
◾️ გაზზე გაცხელებისას : ჭურჭერლში გააცხელეთ წყალი. გადმოდგით ჭურჭელი ცეცხლიდან და ჩადეთ ბოთლი ცხელ წყალში, სანამ ბოთლი არ გათბება.
◾️ ბავშვის რძის გაცხელებისას ყოველთვის შეანჯღრიეთ სითხე ისე, რომ ტემპერატურა გაათანაბროთ და გასინჯეთ ხელის გულზე - არა მაჯაზე (ეს სიცხის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარე ადგილია) - კვების წინ. რძე უნდა იყოს ნელთბილი.
◾️ არასოდეს გააცხელოთ რძე მიკროტალღურ ღუმელში,რადგან მიკოტალღური ღუმელი რძეს აცხელებს , რაც იწვევს ცხელ წერტილებს, რამაც შეიძლება დაიწვას ბავშვის პირი და ყელი.
წყარო: CDC (Centers for Disease Control and Prevention)
#HACCP #ISO22000 #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისსტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი