რჩევები ელექტროენერგიის გათიშვის დროს
რანდენიმე რჩევა რათა ელეტქროენერგიის გათიშვის შემთხვევაში არ მოხვდეს სურსათი სახიფათო ზონაში:
ტემპერატურის მონიტორინგი: მოათავსეთ თერმომეტრი როგორც მაცივარში, ასევე საყინულეში. დარწმუნდით, რომ მაცივრის ტემპერატურა არის 4°C ან უფრო დაბალი, ხოლო საყინულე -18°C ან უფრო დაბალი. ცივი ჰაერის შესანარჩუნებლად, რომელიც იცავს სურსათს, გამოაღეთ მაცივარი ან საყინულე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
4-საათიანი ფანჯარა: თქვენი მაცივარი ინახავს სურსათს უსაფრთხოდ 4 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გათიშვის დროს, თუ კარს არ გააღებთ. ელექტროენერგიის გარეშე 4 საათის შემდეგ, გადააგდეთ მალფუჭებადი სურსათი: ხორცი, ფრინველი, თევზი და კვერცხი.
როდესაც ეჭვი გეპარებათ, გადააგდეთ: არასოდეს დააგემოვნოთ სურსათი, რათა დაადგინოთ მისი უსაფრთხოება. სურსათი უფრო დიდხანს ინახება საყინულეში, თუ კარები დახურულია, სურსათი უსაფრთხოდ დარჩება 48 საათამდე სავსე საყინულეში, ხოლო 24 საათის განმავლობაში ნახევრად სავსე საყინულეში.
გამოიყენეთ გამაგრილებელი: გადაიტანეთ სურსათი გამაგრილებელში და შეავსეთ ყინულით ან ყინულის გელის პაკეტებით. დარწმუნდით, რომ საკმარისი ყინულია იმისათვის, რომ სურსათი შეინახოთ გრილად, 4°C-ზე ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე. დაამატეთ მეტი ყინული გამაგრილებელში, როდესაც ის დნობას იწყებს.
დაგეგმეთ წინასწარ: გამოიყენეთ მშრალი ყინული , თუ თქვენი ელექტროენერგია დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამორთული. 22კგ მშრალი ყინული 500 ლიტრიან საყინულეში 2 დღის განმავლობაში უნდა მოათავსოთ. (გაფრთხილება: არ შეეხოთ მშრალ ყინულს შიშველი ხელებით და არ მოათავსოთ ისე, რომ პირდაპირ შეხებაში იყოს სურსათთან).
წყარო: CDC (Centers for Disease Control and Prevention)
#HACCP #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისისტემა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი