მძიმე მეტალები და სურსათი
მეტალები, ისევე როგორც სხვა ბუნებრივად წარმოქმნილი ელემენტები, ხვდებიან სურსათში ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მეშვეობით. მათი სურსათში შემავალი დონე დამოკიდებულია
1. ელემენტების დონეზე ჰაერში, წყალსა და ნიადაგში.
2. სურსათის მოსავლის სახეობაზე და რამდენად „შეითვისება“ კონკრეტული ელემენტები გარემოდან.
3. სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო პროცესებზე.
ზოგიერთი მეტალი, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგალითად რკინა, ხელოვნურად ემატება გარკვეულ სურსათს.ვინაიდან მძიმე მეტალებით დაბინძურებას მრავალი განსხვავებული წყარო აქვს, არსებობს დაბინძურებული სურსათის ფართო სპექტრი, მათ შორის მცენარეული წარმოშობის პროდუქტები (მარცვლეული, ბრინჯი, ხორბალი, სოკო და ა.შ.), ასევე ცხოველური წარმოშობის სურსათი. (თევზი, კიბოსნაირები, მოლუსკები).
თევზი არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის მძიმე მეტალებით დაბინძურებას, რადგან მძიმე ლითონები ბიოაკუმულაციურია კვებით ჯაჭვში. როდესაც მძიმე მეტალები გროვდება წყლებში, თევზი მათ იღებს სურსათის საშუალებით და იგროვებს მათ სიცოცხლის განმავლობაში,მძიმე მეტალები კი მათი საშუალებით აღწევს ადამიანის ორგანიზმში.
ბევრი მაღალი სიმკვრივის მეტალი არ არის განსაკუთრებით ტოქსიკური. რამდენიმე მათგანი აუცილებელი ელემენტია ადამიანისთვის, თუმცა გარკვეული კონცენტრაციით ისინი შეიძლება იყოს ტოქსიკური ზოგიერთი ფორმით.არსებობს ელემენტების მთელი რიგი, რომლებიც, განურჩევლად მათი ფორმისა, შეიძლება წარმოადგენდეს მთავარ ეკოლოგიურ პრობლემას. მათ ჩვეულებრივ მოიხსენიებენ ზოგადი ტერმინით "მძიმე მეტალები".
მერკური (Hg)- ითვლება ტოქსიკურ მძიმე ლითონად. ის ბუნებრივად შეიძლება იყოს მეტალის სახით (ვერცხლისწყლის სახით), ან ვერცხლისწყლის მარილების სახით. ყველაზე საშიში ფორმა არის ჩასუნთქული ვერცხლისწყალი, რადგან ის ჩვენს ორგანიზმში შედის, გროვდება და დიდხანს რჩება. ვერცხლისწყალი საერთოდ არ უნდა იყოს კვებით ჯაჭვში,ეს არ არის ბუნებრივი ელემენტი სურსათში,მაგრამ მას შეუძლია ჩვენს ორგანიზმში შევიდეს თევზის მეშვეობით, რადგან თევზი მოიხმარს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მძიმე ლითონია ზღვებსა და მდინარეებში.
ტყვია (Pb)- არის ლითონი, რომელიც ხშირად გამოიყენება საცხოვრებელ და სამშენებლო მასალების წარმოებაში,ქიმიკატებსა და პესტიციდებში.ტყვია არის ერთ-ერთი მძიმე ლითონი, რომელსაც ყველაზე ადვილად შეუძლია ჩვენი დაბინძურება და ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საზიანოა. ტყვია ორგანიზმში შედის ბოსტნეულის, ხორცის, ხილის, ზღვის პროდუქტებისა და ღვინის მეშვეობით,ასევე თამბაქოს კვამლით.
კადმიუმი (Cd)- არის თუთიის ნარჩენი ან გვერდითი პროდუქტი,რომელიც წარმოიქმნება თუთიის გადამუშავების პროცესებიდან. კადმიუმი ძირითადად იმყოფება დედამიწის ქერქში და ძლიერად შეიწოვება ორგანული მასალის მიერ, რომელიც ქმნის ნიადაგს, შემდეგ გადადის მცენარეებში და მათი სახით ხვდება ადამიანებისა და ცხოველების ორგანიზმში.სურსათი, რომელიც პოტენციურად ყველაზე მგრძნობიარეა კადმიუმის დაბინძურების მიმართ, არის სოკო, მოლუსკები, მტკნარი წყლის თევზი, ხმელი წყალმცენარეები(მაგალითად ნორი) სასმელი წყალი და სხვა.
სპილენძი (Cu)- არის მინერალი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლის განვითარებისთვის,მაგრამ ზომიერად. მაღალი დოზებით სპილენძი ითვლება როგორც მძიმე ლითონი და იწვევს ჯანმრთელობის მძიმე დარღვევებს, როგორიცაა ანემია, კუჭის პრობლემები,ასევე ზიანს აყენებს თირკმელებსა და ღვიძლს.სპილენძი სახლებში გვხვდება მილებსა და ჭურჭელში(ტაფა,ქვაბი და ა.შ.). იქიდან ხვდება წყალსა და სურსათში.
მძიმე მეტალებს ასევე მიეკუთვნება ქრომი(Cr),ნიკელი (Ni) და სელენი (Se).
აუცილებელია,რომ აქტიურად გაკონტროლდეს მძიმე მეტალების დონე ადამიანების (განსაკუთრებით ჩვილებისა და ბავშვების კვებაში), ცხოველების სურსათსი,ასევე კოსტმეტიკაში.
სურსათი,რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების დეტოქსს:
1. მოცვი-შეიცავს ბუნებრივ ასპირინს, რომელიც ამცირებს ანთების მავნე ეფექტს.მოცვი ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით,რომლებსაც აქვთ ანტივირუსული ეფექტი, რაც ხელს უშლის ინფექციებს და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან. ანტიოქსიდანტები არის ნივთიერებები, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების აღმოფხვრაში, რომლებიც წარმოიქმნება მძიმე მეტალების ცილებთან და სხვა ნივთიერებებთან რეაქციაში.
2. ლიმონი- ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც მდიდარია C ვიტამინით,ანტიოქსიდანტის საშუალებით შეუძლია შეამციროს მძიმე მეტალის ტოქსინებით გამოწვეული ზიანი. C ვიტამინი ხელს უწყობს ტოქსინების გარდაქმნას წყალში ხსნად ფორმაში, რომელიც ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან.
3. ნიორი და ხახვი- შეიცავს გოგირდს, რომელიც ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციაში. ის შესანიშნავია დარიშხანისა და ტყვიის დეტოქსიკაციისთვის.ნიორი ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციის ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ტოქსინების გაფილტვრას.
4. სელის, კანაფის და ჩიას თესლი-შეიცავს აუცილებელ ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს და მდიდარია ბოჭკოებით,რომლებიც ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის გაწმენდას,ხოლო ომეგა -3-ის ცხიმოვანი მჟავები ამცირებენ ანთებას და აუცილებელია ღვიძლის ყველა ფუნქციისთვის, მათ შორის დეტოქსიკაციისთვის. იმის გამო, რომ თევზი და თევზის ცხიმი შეიძლება შეიცავდეს მძიმე მეტალებს, განსაკუთრებით ვერცხლისწყალს, არ არის რეკომენდებული თევზის ან თევზის ზეთის მოხმარება დეტოქსის დროს, ამიტომ ომეგა-3-ით მდიდარი თესლი ორგანიზმს გაწმენდის დროს აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს მიაწვდის.
5. მწვანე ბოსტნეული- არის ყველაზე ძლიერი საშუალება მძიმე მეტალის, გარემოს ტოქსინებისა და პესტიციდებისგან გაწმენდისთვის, ძირითადად მათში შემავალი ქლოროფილის გამო. ქლოროფილი ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციაში, ზრდის სისხლში ჟანგბადის დონეს და ასუფთავებს სისხლის უჯრედებს. როგორ განვახორციელოთ დეტოქსიკაცია, მაგალითად, ალუმინის მოწამვლისგან? ალუმინის დეტოქსი მოითხოვს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას და ამის საუკეთესო გზაა რაც შეიძლება მეტი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის დამატება თქვენს დიეტაში. დარწმუნდით, რომ თქვენს კვებით რაციონში გაქვთ საკმარისი ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, კიტრი, ისპანახი, ნიახური და რუკოლა.
6. ჭარხალი-მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვიძლში და შლის ტოქსინებს. ჭარხალი სავსეა ვიტამინებით, როგორიცაა B3, B6 და C და მინერალებით, როგორიცაა მაგნიუმი, კალციუმი, თუთია და რკინა.
ეს ვიტამინები და მინერალები ეხმარება ღვიძლს ტოქსინების დაშლაში. ჭარხლში შემავალი ბოჭკოვანი კომპონენტი, სახელად ბეტაინი, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, რათა ეფექტურად აღმოფხვრას ორგანიზმიდან ყველა მავნე ტოქსინი.
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისდაცვისსტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისხარისხი