თევზი და უვნებლობა: მარტივი გზამკვლევი
თევზის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:
- თევზი დალაგებული უნდა იყოს მუცლით დაბლა,ისე რომ დნობის ყინული თევზიდან ჩამოიწუროს და ამით შეამციროს გაფუჭების შანსები.
- თევზი უნდა იყოს კაშკაშა და ბზინვარე,ხოლო ქერცლების უმეტესი ნაწილი ხელუხლებელი და მჭიდროდ უნდა ეკვროდეს კანს.
- თვალები უნდა იყოს ნათელი, გამჭვირვალე, სავსე და ამობურცული. ხარისხის კლებასთან ერთად, თვალები ხშირად ვარდისფერდება და ხდება ჩაძირული (ეს ყოველთვის არ ეხება წვრილთვალა თევზებს, მაგ.ორაგული).
- ლაყუჩები უნდა იყოს წითელი,ლორწოს გარეშე.
- სუნი უნდა ქონდეს ბუნებრივი,რადგან წყლიდან გამოსულ თევზს პრაქტიკულად არ აქვს "თევზის" სუნი. თევზის სუნი დროთა განმავლობაში ყალიბდება, მაგრამ არ უნდა იყოს ძლიერი ან უსიამოვნო.
თევზის ფილე და სტეიკები: ხორცი უნდა იყოს ტენიანი, მკვრივი და ელასტიური.წინასწარ შეფუთული სტეიკები და ფილე მჭიდროდ უნდა იყოს შეფუთული ჰერმეტულად სითხის და ჰაერის გარეშე,პაკეტებში.
შენახვა
მაცივარი: შეინახეთ ახალი თევზი თავდაპირველ შეფუთვით მაცივარში 0°C-4°C-ზე ან საყინულეში -18°C-ზე ან უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე. გამოიყენეთ თევზის ყიდვიდან ერთიდან ორ დღემდე ან გაყინეთ ისინი. არ გაყინოთ უკვე გაყინული პროდუქტები.
სახლში გაყინული თევზის უმეტესობა არ უნდა ინახებოდეს ექვსი თვის განმავლობაში, ორაგულისთვის არა უმეტეს სამი თვისა (იხ.ცხრილი). შეფუთვისას მონიშნეთ თევზის თარიღი, სახეობა და ვადა. არ გადატვირთოთ საყინულე და არ ჩაალაგოთ გაყინული თევზი ძალიან მჭიდროდ,რადგან შესაძლებელია გახანგრძლივდეს გაყინვის დრო და შემცირდეს ხარისხი.
დამუშავება
სისუფთავე: ყოველთვის კარგად დაიბანეთ ხელები ცხელი, საპნიანი წყლით საჭმლის მომზადებამდე და უმი თევზის დამუშავების შემდეგ. არ დაუშვათ,რომ უმი თევზი ან თევზის წვენი შეეხოს სხვა სურსათს როგორც მაცივარში,ისე მომზადების დროს.არ დადოთ მოხარშული სურსათი იმავე თეფშზე, სადაც უმი თევზი იყო, ყოველთვის გარეცხეთ ჭურჭელი, საჭრელი დაფები და სამუშაო ზედაპირები, რომლებზეც უმ თევზს ქონდა შეხება.
გალღობა:
მიუხედავად იმისა, რომ თევზის გაყინვა სწრაფად ინარჩუნებს უჯრედულ კედელს ხელუხლებლად, გალღობის შემთხვევაში პირიქითაა. გაალღვეთ თანდათან, რათა უჯრედები ნაკლებად დაზიანდეს და ნაკლები წვენი გამოვიდეს. გალღობის საუკეთესო საშუალებაა დატოვოთ თევზი მთელი ღამით მაცივარში. მოერიდეთ გალღობას ოთახის ტემპერატურაზე.
თუ თევზი სწრაფად უნდა გალღოთ: კარგად დალუქეთ თევზი ერთჯერად ცელოფნის პარკში და ჩადეთ ცივ წყალში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ან მიკროტალღურ ღუმელში „გალღობის“ რეჟიმზე.
მომზადება:
სრულყოფილად მომზადებულ თევზს აქვს საუკეთესო გემო,არის ტენიანი,ნაზი ხორცით და აქვს დელიკატური გემო. როგორც უმეტესი სურსათი, თევზიც კარგად უნდა იყოს თერმულად დამუშავებული.აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) გვთავაზობს თევზის მომზადებას მანამ, სანამ არ მიაღწევს შიდა ტემპერატურას 63°C-ს.
#
HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #სურსათისხარისხი