დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ალერგენები

ალერგენი ის ნივთიერებაა, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს. ერთისთვის აბსოლუტურად უვნებელი ნივთიერება მეორისთვის შესაძლოა ძლიერი ალერგიული რეაქციის მიზეზად იქცეს.
ორგანიზმში ალერგენების მოხვედრის 3 ძირითადი გზა არსებობს:
•    ინჰალაციური - ალერგენით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა;
•    ალიმენტური - ალერგენის შემცველი პროდუქტის ან სხვა ნივთიერების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრა;
•    კონტაქტური - კანსა და ლორწოვან გარსებთან ალერგენის უშუალო კონტაქტი.

ალერგიული რეაქციის ძალა დამოკიდებული არ არის ორგანიზმში მოხვედრილი ალერგენის ოდენობაზე - ალერგენის უმცირეს დოზასაც კი შეუძლია, ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს. ალერგიული რეაქციის ძალას უპირატესად ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის გზა, საკუთრივ ალერგენის სიძლიერე და კონტაქტის ინტენსივობა განსაზღვრავს. დღეს ათასობით ალერგენია ცნობილი, რომლებიც წარმოშობის წყაროს მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა. განასხვავებენ მტვრისმიერ, საყოფაცხოვრებო, კვებით, სამრეწველო, წამლისმიერ, ინფექციურ, ჰელმინთურ, ინსექტიურ ალერგენებს.
კვებით ალერგიას ჰალენმა იდიოსინკრაზია უწოდა, რაც ნიშნავს უჩვეულო რეაქციას ჩვეულებრივი სურსათის მიმართ. კვებითი ალერგია ადამიანში სურსათის პირველივე მიღებისას იჩენს თავს და მთელი სიცოცხლე გრძელდება. პროდუქტის მიმართ ალერგიული რეაქცია დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე, გლიკოპროტეინების შემცველობასა და დაბალმოლეკულურ ნაერთთა კონცე-ნტრაციაზე.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ალერგენები:
1. გლუტენის (წებოგვარა) შემცველი მარცვლოვნები, კერძოდ: ხორბალი ჭვავი, ქერი, შვრია, მათი ჰიბრიდული შტამები და მათგან მიღებული პროდუქტები,გარდა:
  • გლუკოზის სიროფისა ხორბლის საფუძველზე (ფუძეზე), მათ შორის დექსტროზა;
  • მალტოდექსტრინებისა ხორბლის საფუძველზე (ფუძეზე);
  • გლუკოზის სიროფისა ქერის საფუძველზე (ფუძეზე);
  • მარცვლოვნებისა, რომლებიც გამოიყენება სპირტის დისტილატის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამზადებისათვის.
2. კიბოსნაირები და კიბისნაირების პროდუქტები.
3. კვერცხი და კვერცხის პროდუქტები.
4. თევზი და თევზის პროდუქტები,
გარდა:
  • თევზის ჟელატინისა, რომელიც გამოიყენება გადამტანის (მატარებელის) სახით ვიტამინებისა და კაროტინოიდული პრეპარეტებისათვის;
  • თევზის ჟელატინის ან თევზის წებოსი, რომელიც გამოიყენება ღვინისა და ლუდის დაწმენდისათვის.
5. მიწის თხილი (არაქისი) და მიწის თხილის(არაქისის) პროდუქტები.
6. სოია და სოიას პროდუქტები,
გარდა:
  • სრულად რაფინირებული სოიას ზეთისა და ცხიმისა;
  • სოიას მარცვლის ნატურალური შერეული ტოკოფეროლის (E306), ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის, ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის აცეტატის და ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის სუქცინატისა;
  • სოიას მარცვლის მცენარეული ცხიმისგან მიღებული ფიტოსტერინებისა და ფიტოსტერინების ეთერებისა;
  • სოიოს მარცვლის მცენარეული ცხიმის სტეროლებისგან წარმოებული სტანოლების მცენარეული ეთერებისა.
7. რძე და რძის ნაწარმი, გარდა:
  • შრატისა, რომელიც გამოიყენება სპირტის დისტილატის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამზადებისათვის;
  • ლაქტიტოლისა.
8. კაკლოვანები, კერძოდ: ნუში,თხილი , ჩვეულებრივი კაკალი,აკაჟუ (კაჟუ, ინდური თხილი), პეკანი ჩვეულებრივი , ბრაზილიური კაკალი,ფსტა, მაკადამია ან კინდალი (ავსტრალიური კაკალი) და მათგან მიღებული პროდუქტები, გარდა კაკლოვანებისა, რომლებიც გამოიყენება სპირტის დისტილატის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტის დამზადებისათვის.
9. ნიახური და ნიახურის პროდუქტები.
10. მდოგვი და მდოგვის პროდუქტები.
11. შირბახტის თესლი
(ქუნჟუტი,სეზამი) და შირბახტის თესლის პროდუქტები.
12. გოგირდის დიოქსიდი და სულფიტები, კონცენტრაციით, რომელიც SO2 -ის საერთო რაოდენობაში აღემატება 10 მგ/კგ ან 10 მგ/ლ-ს და რომლის შემცველობა გამოიანგარიშება გამოყენებისათვის მზა სურსათში ან ბიზნესოპერატორის ინსტრუქციის შესაბამისად აღდგენილ სურსათში.
13. ხანჭკოლა  და ხანჭკოლას პროდუქტები.
14. მოლუსკები და მოლუსკების პროდუქტები.



#HACCP #HACCPისსისტემა #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისხარისხი #უვნებელისურსათი
ალერგენები