დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ფუნქციონალური სურსათი

საკვებს შეიძლება ჰქონდეს სამი ფუნქცია:
  • ორგანიზმს აწვდის  ენერგიას ნახშირწყლების, ცილების, ლიპიდების, ძირითადი კვების სახით;
  • მისგან ვიღებთ სიამოვნებას რაშიც იგულისხმება: სასიამოვნო არომატი, ფერი და გემო;
  • განაპირობებს ორგანიზმის ჯანმრთელობას.
ფუნქციონალური სურსათი შეიძლება იყოს მსგავსი თავისი გამოვლინებით ძირითადი სურსათი ან შეიძლება ითქვას ,რომ იგი არის პირობითი სურსათი, რომელიც მოიხმარება როგორც ნორმალური კვების ნაწილი, ამავე დროს აქვს ფიზიოლოგიური სარგებელი და ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს. ფუნქციონალური სურსათი  შეიძლება იყოს ბუნებრივი სურსათი გამდიდრებული ან ფუნქციური ინგრედიენტების შემცველი სურსათი.
ინფორმაცია ფუნქციონალურ საკვებსა და დაავადებების შესახებ:
  • კალციუმი ხელს უწყობს ძლოვანი სისტემის ჯანმრთელობას (93%)
  • ბოჭკო ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას (92%)
  • მარცვლოვნები ამცირებს გულის დაავადებების რისკს (83%)
  • პრობიოტიკები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას (49%)
  • სოიო ამცირებს გულის დაავადებების რისკს (41%)
  • მცენარეული სტეროლები ამცირებენ გულის დაავადებების რისკს (30%)
ფუნქციონალურ საკვებზე ასეთი მზარდი ინტერესი წარმოადგენს პარადიგმულ გადასვლას ,,ცუდი” კომპონენტების აღმოფხვრიდან ,,კარგი” კომპონენტების გაუმჯობესებისაკენ. სარწმუნოა ,რომ ადამიანების უმრავლესობა აკონტროლებს თავიანთ ჯანმრთელობას და მათი დიდი ნაწილი აკონტროლებს კვებას. ეს მეთოდი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის უზრუნველყოფის სრულ წრეს კრავს.
ჩვენ არ გვქონია ბევრი ინფექციური დაავადებების აფეთქებები. ამიტომ მოსახლეობის უმრავლესობას უფრო მეტად კავშირი აქვს არაინფექციურ დაავადებებთან; სიმსუქნე, დიაბეტი, გულის დაავადებები, სიმსივნე და ა.შ. დაავადებები რომელიც ჩვეულებრივ კავშირშია იმ პროდუქტებთან რითიც ვიკვებებით არის გულის დაავადებები, დიაბეტი, სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტონია), კბილების დაავადებები, კუჭნაწლავის დაავადებები, ანემია და სიმსუქნე.
აშშ-ში ხდება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და პარალელურად იზრდება ასაკოვანი ადამიანების რიცხვიც. ამჟამად მოსახლეობის 12% არის 65 წელს ზემოთ და 2030 წელს სავარაუდოდ იქნება 20%. მთავარი გასაღები, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების ჯანმრთელობას არის სწორად ბალანსირებული კვება.
ადამიანის სხეული არის ღია სისტემა, რომელზეც გავლენას ახდენს გარემოს სხვადასხვა ფაქტორები. ადამიანის სხეული შეღწევადია ტოქსინების, ვირუსების და ბაქტერიების მიერ, ადამიანი მოიხმარს ერთ ტონა საკვებს ცხოვრების მანძილზე ნუტრიენტებთან და ფუნქციონალურ კომპონენტებთან ერთად, მაგრამ ისინი აგრეთვე შეიცავენ პათოგენებს, ტოქსინებს და ანტიგენებს. საკვებს რომელსაც ჩვენ ვიღებთ გვაწვდის არამარტო ენერგიას და ნუტრიენტებს არამედ აქვს გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. 200-400 სხვადასხვა ტიპის მიკრობი არსებობს ადამიანის კუჭნაწლავის ტრაქტში (1000 სახეობაზე მეტი არის ადამიანის მსხვილ ნაწლავში 2006 წლის 2 ივნისს გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის მიხედვით).
ამიტომ მიზანშეწონილია დაუყონებლივ მოხდეს ფუნქციონალურ საკვებზე მუშაობის დაწყება. ქვემოთ ჩამონათვალში შერჩეულია სურსათი, რომლის მოხმარებაც უნდა მოხდეს ყოველკვირეულად:
  • პომიდორი (ლიკოპენი);
  • ისპანახი (ფოლიუმის მჟავა);
  • ყვავილოვანი კომბოსტო (ბოჭკო, ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, გოგირდის ნაერთები);
  • თხილი (ვიტამინი E);
  • შვრია (ხსნადი ბოჭკო/პრებიოტიკები);
  • იოგურტი (პრობიოტიკები);
  • ნარინჯისფერ-ვარდისფერი ორაგული (ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა);
  • ცირცელი, მოცვი (ანტიოქსიდანტები);
  • მწვანე ჩაი (ანტიოქსიდანტები);
  • ნიორი (ანტიოქსიდანტები);
  • სოიოს სურსათი (იზოფლავონოიდები);
 
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #სურსათისუვნებლობისსტანდარტი
ფუნქციონალური სურსათი