წინასწარი აუცილებელი პროგრამები (PRPs)
წინასწარი პროგრამები უნდა ქონდეს სურსათის ყველა ბიზნესს. ეს არის კარგი ჰიგიენური პრაქტიკა, რომლის ძირითადი პირობა, ჰიგიენური გარემოს შესანარჩუნებაა. წინასწარი პროგრამების მაგალითები ქვემოთ არის ჩამოთვლილი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ცივი ჯაჭვის შენარჩუნება და ალერგენის კონტროლი. თქვენი კვების ბიზნესის სირთულიდან გამომდინარე, PRP შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც გჭირდებათ HACCP-ის მოთხოვნების შესასრულებლად ,მაგალითად, თუ თქვენი კვების ბიზნესი ახორციელებს დაბალი რისკის აქტივობებს, ყველა საფრთხე კონტროლდება PRP-ების მიერ, HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სრული მართვის სისტემის გამოყენების საჭიროების გარეშე.
კვების უფრო კომპლექსური ბიზნესისთვის, რომელიც მოიცავს სურსათის მომზადებას, წარმოებას ან გადამუშავებას, თქვენ დაგჭირდებათ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის, შვიდ პრინციპზე დაფუძნებული,HACCP-ის დანერგვა. ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგი გზით:
- თქვენი კვების ბიზნესისთვის შესაბამის, აღიარებული კარგი პრაქტიკის გზამკვლევის საშუალებით ან
- საჭიროების შემთხვევაში, HACCP-ის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების შემუშავებით.
საფრთხეების უმეტესი ნაწილი შეიძლება კონტროლდებოდეს წინასწარი პროგრამებით, რომლებიც HACCP-ზე დაფუძნებული პროცედურების საფუძველია. მას შემდეგ რაც დანერგავთ თქვენს წინასწარ პროგრამებს, თქვენ HACCP-ზე დაფუძნებული პროცედურები ფოკუსირებული იქნება თქვენი ბიზნესის ნაბიჯების კონტროლზე, რომლებსაც უსაფრთხო სურსათის მომზადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
წინაპირობები მოიცავს:
- შენობას და სტრუქტურას ,მაგალითად, სამუშაო სივრცის დიზაინსა და განლაგებას, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოებას ერთი მიმართულებით; საკმარის განათებას, განსაკუთრებით სურსათის მომზადებისა და შემოწმების ადგილებში. შესაფერის თანამშრომლებს, ხელსაბანების საშუალებას, კედლების, იატაკის, კარების გარე და შიდა კონსტრუქციას.
- PP&E-ს ,მაგალითად, სამაცივრო მომსახურება/სისტემებს,შესაფერის აღჭურვილობას, რომელიც მუშაობს ინსტრუქციის შესაბამისად და შესაბამისია დასუფთავებისთვის.
- ტექნიკური მომსახურეობასა და კალიბრაციას.
- დასუფთავებასა და სანიტარიას.
- ზონირებას ,მაგალითად, მოქმედებების ფიზიკური გამიჯვნას, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯვარედინი დაბინძურება, ალერგენებით ან ბიოლოგიური საფრთხეებით, როგორიცაა მავნე მიკროორგანიზმების მოხვედრა ნედლიდან სურსათიდან მზა საკვებზე.
- კონტროლისა და პრევენციის პროცედურებს, გარემოდან ფიზიკური და ქიმიური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ,მაგალითად, რა უნდა გააკეთოთ მინის, მყარი პლასტმასის და ა.შ. გატეხვის შემთხვევაში.
- მომწოდებლის კონტროლს ,მაგალითად,მომწოდებლის შერჩევასა და შეთანხმებას ნედლეულის, დანამატების, გადამუშავების დამხმარე საშუალებების, შესაფუთი მასალის და სურსათთან კონტაქტში მყოფი მასალის სპეციფიკაციების შესახებ.
- მომსახურეობებს,მაგალითად, წყალი, ვენტილაცია, დენი, გაზი და ა.შ.
- შენახვას, დისტრიბუციას და ტრანსპორტირებას (ტემპერატურული კონტროლის ჩათვლით).
- ნარჩენების მართვას.
- მავნებლების კონტროლს (მავნებლების შეღწევის თავიდან აცილება და მავნებლების კონტროლის შესაბამისი პროგრამის განხორციელება).
- პერსონალის ჰიგიენასა და სამედინო შეფასებას ,მაგალითად,პროცედურები პერსონალისთვის, რომელსაც აწუხებს კუჭ-ნაწლავის ინფექციები, ჰეპატიტი, ჭრილობები ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემები.
- ტრენინგსა და ზედამხედველობას.
- სამუშაო ინსტრუქციებს (მკაფიო და მარტივი სამუშაო ინსტრუქციების მიწოდება, რომელიც იქნება ხილული ან ადვილად ხელმისაწვდომი).
ცივი ჯაჭვის შენარჩუნება
ცივი ჯაჭვის შენარჩუნება ნიშნავს დარწმუნდეთ, რომ სურსათი, რომელიც საჭიროებს მაცივარს ან საყინულეს, ინახება შესაბამის ტემპერატურაზე. ეს არის სამართლებრივი მოთხოვნა და მნიშვნელოვანია მისი გათვალისწინება წინასწარი პროგრამების განხორციელებისას, მაგალითად:
- სამაცივრო სისტემების ფუნქციონირება და მოვლა.
- ნედლეულის ტემპერატურის კონტროლი.
- პროდუქტის შენახვა, დისტრიბუცია და ტრანსპორტირება.
ალერგენები
ევროკავშირის მიერ აღიარებულია 14 ალერგენი, რომლებიც უნდა გაკონტროლდეს რათა თავიდან ავირიდოთ მათი უნებლიე მოხევდრა საკვებში, ჯვარედინი დაბინძურების გზით. წინასწარი პროგრამები,შეიძლება გამოყენებულ იქნას ალერგენების გასაკონტროლებლად ორი მიდგომის საფუძველზე:
- კარგი მომწოდებლის კონტროლის საფუძველზე.
- მკაცრი ზომების გატარებით,ჯვარედინი დაბინძურების ალბათობის შესამცირებლად.
შეიძლება დაგჭირდეთ, რომ ალერგენები ჩაითვალოს თქვენი სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის ნაწილად, რაც დამოკიდებულია თქვენი კვების ბიზნესის ხასიათზე. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ უნდა ჩართოთ კარგი პრაქტიკა და პერსონალის ტრენინგი, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ან აღმოფხვრათ ჯვარედინი დაბინძურების რისკი.
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი #ISO22000 #სტანდარტი #ISO9001