დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

HACCP სისტემის მონახაზი საზოგადოებრივი კვების ობიექტისთვის

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად 2023 წლის 1 ივნისიდან ნებისმიერი საზოგადოებრივი კვების ობიექტი ვალდებულია დანერგოს HACCP-საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა და იმოქმედოს მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

მანამ სანამ საზოგადოებრივი კვების ობიექტი დაიწყებს HACCP-ის სისტემის დანერგვას, აუცილებელია გამართული ჰქონდეს ისეთი პრე-რეკვიზიტული პროგრამები, როგორიცაა: GMP  და GHP.
GMP-არის კარგი საწარმოო პრაქტიკა.
GHP-არის კარგი ჰიგიენის პრაქტიკა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ HACCP-ის სისტემის დანერგვამდე საჭიროა სწორედ ამ პრე-რეკვიზიტული პროგრამების გამართვა, რადგან თუ მოცემული პრე-რეკვიზიტული პროგრამები არ არის სრულად გამართული საზოგადოებრივი კვების ობიექტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში HACCP-ის სისტემის დანერგვა ტყუილი დროისა და რესურსის ხარჯვაა, რადგან არ იქნება შედეგის მომტანი.
მას შემდეგ რაც GMP და GHP-ის მოთხოვნებს გაითვალისწინებს და შეასრულებს საზოგადოებრივი კვების ობიექტი, ანუ როცა საწარმოს ტერიტორია და შენობა სრულად გაიმართება, შენობა აღჭურვილი იქნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ასევე შენარჩუნებული იქნება სათანადო ჰიგიენა, ანუ მავნებლების კონტროლისთვის დაწესდება პროცედურები, გაიწერება რეცხვა-დეზინფექციის გეგმა-გრაფიკი, საწარმო აღიჭურვება შესაბამისი ქიმიკატებით და პერსონალი გათვითცნობიერებული იქნება პირადი ჰიგიენის საკითხებში, უკვე შესაძლებელია HACCP-ის სისტემის დანერგვა.

HACCP-ის სისტემის დანერგვისას საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან უნდა გამოიყოს რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვინც კარგად იცნობს წარმოების  სპეციფიკას და თვითონ არის ჩართული წარმოების პროცესებში, ეს ადამიანები იქნებიან HACCP-ის გუნდის წევრები და შესაბამისად პასუხისმგებელნი HACCP- ის სისტემის გამართვასა და ფუნქციონირებაზე. HACCP- ის გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ HACCP-ის ჯგუფი ვალდებულია მოამზადოს შედმეგი დოკუმენტაცია: პროდუქტის აღწერილობა, მიზნობრივი მომხმარებელი, წარმოების ტექნოლოგიური სქემები, საფრთხის ანალიზი, ჰასპის გეგმა. ამ ყველაფერთან ერთად კი აუცილებელია შეიმუშაოს ის ჟურნალები, რაც HACCP-ის სისტემის მიხედვით სავალდებულოა, რომ იწარმოებოდეს ყოველდღიურად საწარმოო სივრცეში.

HACCP- ის სისტემის დანერგვის საწყის ეტაპზე ასევე გასათვალისწინებელია ისეთი საკითხები, რისი გაკეთებაც საწარმოში, ადგილზე, შეუძლებელია და მოითხოვს დამატებით რესურსებს, ეს საკითხებია:
1) ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება-
აუცილებელია წინასწარ შემუშავდეს გეგმა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ როდის რა ლაბორატორიული კვლევა უნდა ჩატარდეს. საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოებრივი კვების ობიექტზე წყლის ანალიზის ჩატარება  სავალდებულოა წელიწადში ერთხელ, ხოლო ლობორატიული კვლევები კერძებზე და ჩამონარეცხებზე კვარტალში ერთხელ.
2) მზომი საშუალებების დაკალიბრება- საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა საზოგადოებრივი კვების ობიექტზე გამოყენებული მზომი საშუალებები დაკალიბრდეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ. ამიტომ HACCP-ის სისტემის დანერგვისას აუცილებლად უნდა დავაკალიბროთ ყველა მზომი საშუალება (თერმომეტრი, ჰიგრომეტრი, სასწორი და ა.შ.)
3) პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი- პერსონალის ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია სურსათის უვნებლობაში, რადგან დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ადამიანი ვისაც შეხება აქვს ნედლეულთან და მზა პროდუქტთან არის ჯანმრთელი. აქედან გამომდინარე აუცილებელია წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი კვების ობიექტზე დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი შესაბამის კლინიკაში და დამადასტურებელი ფორმა 100 წარმოდგენილი იყოს ობიექტზე.

მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება HACCP-ის ჯგუფი, შემუშავდება შესაბამისი დოკუმენტაცია, ჩატარდება ლაბორატორიული ანალიზები გეგმის მიხედვით, დაკალიბრდება მზომი საშუალებები და ჩატარდება პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი, HACCP-ის სისტემის დოკუმენტაცია სრულად გამართული იქნება. ამ ყველაფრის შემდეგ კი საჭიროა პროცესების მმონიტორინგი და  წინასწარ განსაზღვრული ყოველდღიური ჟურნალების შევსება ადგილზე, საწარმოო პროცესის მიმდინარეობისას, რათა სრულად გამართული იყოს HACCP- ის სისტემა.


 
#HACCP #ჰასპი #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობისსისტემა #უვნებელისურსათი
HACCP სისტემის მონახაზი საზოგადოებრივი კვების ობიექტისთვის