ინტელექტუალური საკუთრება
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება:
◾️ ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს;
◾️ გამოგონებებს ადამინთა საქმიანობის ყველა სფეროში;
◾️ მეცნიერულ აღმოჩენებს;
◾️ სამრეწველო ნიმუშებს;
◾️ სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს;
◾️ არაკეთილსინდისიერ კომერციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას.
ხსნებეული ჩამონათვალიდან ტრადიციულად გამოყოფენ ორ სფეროს:
სამრეწველო საკუთრების უფლება: გამოგონებები, სამრეწველო ნიმუშები, სასქონლო ნიშნები და გეოგრაფიული აღნიშვნები.
საავტორო უფლება: მოიცავს სამეცნიერო ნაშრომებს, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს, არქიტექტურას, ფოტოსურათებს, მუსიკას და ა.შ. საავტორო უფლების დაცვას ექვემდებარება, ასევე, გონებრივი შრომის პროდუქტი, როგორიცაა, კომპიუტერული პროგრამები და ელექტონულ მონაცემთა ბაზები.
დღეისათვის, სასურსათო ინდუსტრიისთვის საინტერესო აღარ არის მხოლოდ იმის ცოდნა თუ რას მოიხმარს მომხმარებელი, ან როგორ უნდა მომზადდეს ესა თუ ის სასურსათო პროდუქტი, საჭიროა აგრეთვე სურსათთან დაკავშრებული მონაცემებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. ინტელექტუალური საკუთრების კანონი კი ერთადერთი გზაა სხვემის მიერ ხსენებული საკუთრების მითვისების პრევენციისათვის.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა სასურსათო სფეროში მოიცავს ყველაფერს ინგრედიენტების წარმოებიდან და რეცეპტურის შექმნიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტის ეტიკეტით, მარკეტინგით და ბრენდირებით დამთავრებული.
არსებობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის 2 ხერხი:
ტექნიკური დაცვა: მოიცავს პატენტს, დიზაინს, გეოგრაფიულ აღნიშვნას, კომერციულ საიდუმლოს.
კრეატიული დაცვა: მოიცავს სასაქონლო ნიშანს და საავტორო უფლებას.
პატენტი - ექსკლუზიური უფლება, რომელიც ენიჭება ტექნიკური გამოგონების მფლობელს. პატენტის მფლობელს ენიჭება უფლება ანაზღაურების სანაცვლოდ თავისი პატენტი გადასცეს სხვა პირს, რომელსაც სურს ამ გამოგონებიდან სარგებლის მიღება მისი დუბლირებით.
სურსათის დაპატენტების კონცეპტი შედარებით ახალი ფენომენია. სასურსათო სექტორში პატენტი მოიცავს ფართო სპექტრს, სურსათის შემადგენლობიდან დაწყებული, სუსრსათის გაკეთების პროცესით დამთავრებული. შესაძლებელია დააპატენტო ახალი ინგრედიენტები, ახალი პროდუქტი, შეფუთვა, წარმოების მეთოდები და ახალი აპლიკაციები. ინოვაცია სასურსათო ინდუსტრიაში ხშირად ახალი ინგრედიენტების და პროდუქტის შედეგია, რაც შესაძლოა დაპატენტდეს. სასურსათო ბიზნესი დასარეგისტრირებლად უნდა ეძებდეს მაგალითად ისეთ შეფუთვას, რომელიც განაპირობებს შენახვის უპირატესობას, ან თანამედროვე მეთოდით აუმჯობესებს მომხმარებლისთვის მის მიწოდებას და მოიცავს გამომგონებლურ ნაბიჯს წარმოების დროს.
სასაქონლო ნიშანი (ბრენდი) - სიტყვა, ლოგო ან სიმბოლო, რომლის გამოყენების უფლება არ აქვთ მოწინაღმდეგე კომპანიებს, მას შემდეგ რაც მოხება ნიშნის რეგისტაცია. უფრო კონკრეტულად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან მომსახურებისაგან. სასურსათო ინდუსტრიაში სასაქონლო ნიშანი მნიშვნელოვანია. ის ეხმარება მომხარებელს მისი სურვილისამებრ აირჩიოს სურსათი.
საავტორო უფლება - შემქმნელებს ანიჭებს უფლებას მიიღონ აღიარება, ანაზღაურება და დაცული იყოს მათ მიერ შექმნილი საკუთრება.
დიზაინი - პროდუქტის გარეგანი სახე, მაგ. ბოთლის ან შეფუთვის ფორმა, შოკოლადის ფილის ფორმა. დიზაინი იცავს პროდუქტის მთლიან შესახედაობას. სასურსათო ინდუსტრიაში დიზაინი შეიძლება იყოს შეფუთვაზე (მაგალითად ბოთლი ან მთლიანი შეფუთვა) ან პროდუქტის ფორმაში (მაგ:შოკოლადის ფილა). დიზაინის დაცვა უზრუნველყოფს იმას, რომ სხვა კომპანიები არ გამოიყენებენ მსგავს კონტეინერებსა თუ შემფუთავებს. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ დიზაინი უნდა იყოს ახალი და ინდივიდუალური. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექვემდებარება ის დაცვას.
გეოგრაფიული აღნიშვნა - პროდუქტთან დაკავშირებული გეოგრაფიული ლოკაცია, რაც იმის გარანტიაა, რომ კონკრეტული პროდუქტი კონკრეტულ ადგილას იწარმოება, რიგ შემთხვევებში ტრადიციული რეცეპტებზე და პრაქტიკაზე დაყრდნობით.
კომერციული საიდუმლო - ეს არის „ნოუ ჰაუ“ და მნიშვნელოვანი კომერციული ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია, რადგან ეს ინფორმაცია კომპანიას აძლევს კონკურენტულ უპირატესობას სხვა კომპანიებთან მიმართებაში. კომერციული საიდუმლო არის ფორმულა, პრაქტიკა, პროცესი ან ინფორმაციების კრებული, რომელიც როგორც წესი არაა ცნობილი და გამოიყენება რეცეპტების დასაცავად. მიუხედავად იმისა რომ სასურსათო ინდუსტრიაში კომერციული საიდუმლო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, დღეისათვის ძალიან რთულია მისი საიდუმლოდ შენახვა, ახალი ტექნოლოგიებით და გამოგონებებით შესაძლებელია რომ კარგმა ქიმიკოსმა გაშიფროს ინგრედიენტები სხვადასხვა ანალიზებისა და ტესტების ჩატარების მეშვეობით. სამწუხაროდ, კომერციული საიდუმლო სუსტ დაცვას გვთავაზომს სასურსათო ინდუსტრიაში.
#HACCP #ISO22000 #სურსათისხარისხი #მენეჯმენტისსისტემები #სტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა