დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

ფაქტები სურასთით მოწამვლის შესახებ

ფაქტები სურსათით მოწამვლის შესახებ

რა უნდა იცოდეთ
◾️ კვებითი მოწამვლის სიმპტომები ხშირად მოიცავს დიარეას, ღებინებას ან გულისრევას.
◾️ ყოველწლიურად, დაახლოებით 6 ამერიკელიდან 1 (ანუ 48 მილიონი ადამიანი) ავადდება, 128,000 ჰოსპიტალიზებულია და 3,000 იღუპება სურსათით გამოწვეული დაავადებებისგან.

4 ნაბიჯი სურსათით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად
სისუფთავე
◾️ დაიბანეთ ხელები და გაწმინდეთ სამუშაო ზედაპირები საჭმლის მომზადებამდე, საჭმლის მომზადებისას და მის შემდეგ. მიკრობები შეიძლება იყოს თქვენს სამზარეულოს ირგვლივ, მათ შორის თქვენს ხელებზე, ჭურჭელში, საჭრელ დაფებსა და სამუშაო მაგიდაზე.
განაცალკევეთ სურსათი
◾️ განაცალკევეთ უმი ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი მზა სურსათისგან. გამოიყენეთ ცალკე საჭრელი დაფები და შეინახეთ უმი ხორცი სხვა სურსათისგან შორს თქვენს საყიდლების  კალათაში და მაცივარში.
თერმული დამუშავება
◾️ მავნე ბაქტერიების გასანადგურებლად, თერმულად დაამუშავეთ სურსათი სწორ შიდა ტემპერატურაზე . გამოიყენეთ სურსათის თერმომეტრი.
შენახვა
◾️ შეინახეთ სურსათი მაცივარში 4°C-ზე ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე. ნარჩენები შეინახეთ მაცივარში მომზადებიდან 2 საათის განმავლობაში (ან 1 საათის განმავლობაში, თუ სურსათი ინახება  32°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე).

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოიწამლოს სურსათით, მაგრამ ადამიანთა ზოგიერთი ჯგუფი უფრო მძიმედ ავადდება. მათი უნარი, ებრძოლონ მიკრობებსა და დაავადებებს, უფრო დაბალია. ეს ჯგუფები მოიცავს:
◾️ 65 წელს  ზემოთ ადამიანები
◾️ 5 წელზე უმცროსი ბავშვები
◾️ ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სამკურნალო საშუალებების გამო, მათ შორის დიაბეტის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადების, აივ-ის ან კიბოს მქონე ადამიანების ჩათვლით.
◾️ ორსულები

ადამიანები, რომლებსაც უფრო დიდი შანსი მოიწამლონ სურსათით,არ უნდა მიიღონ:
◾️ არასაკმარისად მოხარშული ან უმი სურსათი ცხოველებისგან (როგორიცაა საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ქათამი, ინდაური, კვერცხი ან ზღვის პროდუქტები)
◾️ უმი ან მსუბუქად მოხარშული ყლორტები
◾️ არაპასტერიზებული (ნედლი) რძე და წვენები
◾️ რბილი ყველი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მითითებულია,რომ დამზადებულია პასტერიზირებული რძისგან.

მძიმე მოწამვლის 5 სიმპტომი
კვებითი მოწამვლის სიმპტომები ხშირად მოიცავს დიარეას, ღებინებას ან გულისრევას.
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ისეთი მძიმე სიმპტომები, როგორიცაა:
◾️ დიარეა და ცხელება 38,8°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
◾️ დიარეა სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელიც არ უმჯობესდება
◾️ სისხლიანი დიარეა
◾️ ღებინება დიდი ხნის განმავლობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება
◾️ დეჰიდრატაცია, რომელიც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა პირისა და ყელის სიმშრალე, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას და ხშირი შარდვა.

 
წყარო: CDC (Centers for Disease Control and Prevention)



#HACCP #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი #უვნებელისურსათი #სურსათისხარისხი
ფაქტები სურასთით მოწამვლის შესახებ