დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

რჩევები პიკნიკისთვის

პიკნიკი ბუნებაში
◾️ თუ თქვენ მიგაქვთ მალფუჭებადი სურსათი მანქანით, უნდა გქონდეთ საკმარისად დიდი გამაგრილებელი,რათა შეინახოთ სურსათი 4°C-ზე ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე.
◾️ მალფუჭებადი სურსათი ჩაალაგეთ პირდაპირ მაცივრიდან ან საყინულედან გამაგრილებელში. ხორცი ჩადეთ მაშინ სანამ ის ჯერ კიდევ გაყინულია.
◾️ გამოიყენეთ სურსათის თერმომეტრი თქვენს გამაგრილებელში, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი სურსათი შეინახება 4°C-ზე ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე.
◾️ შეინახეთ უმი ხორცი, მოხარშული და უმი სურსათისგან განცალკევებით,შეფუთულ მდგომარეობაში.
◾️ გრძელი მოგზაურობისთვის, აიღეთ ორი გამაგრილებელი - ერთი დღის სურსათის მოთხოვნილებებისთვის, როგორიცაა ლანჩი, სასმელი ან სასუსნავები, ხოლო მეორე მალფუჭებადი სურსათისთვის, რომელსაც გამოიყენებთ მოგვიანებით.
◾️ მას შემდეგ რაც იპოვით სრულყოფილ ადგილს, მოათავსეთ გამაგრილებელი ჩრდილში და გადააფარეთ ნაჭერი, სასურველია ღია ფერის სიცხის ასახვისთვის.
◾️ თან იქონიეთ ბოთლის  წყალი. ნაკადულებისა და მდინარეების წყალი არ არის დამუშავებული და სასმელად უსაფრთხო.
◾️ სურსათის მომზადებისას ხელები და ჭურჭელი სუფთად შეინახეთ. დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. თუ არ გაქვთ საპონი და წყალი, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც შეიცავს მინიმუმ 60% ალკოჰოლს.
◾️ უმჯომესია შეიძინოთ დაკონსერვებული პროდუქტი, რომელსაც არ ჭირდება თერმული დამუშავება და მაცივარში შენახვა.

პიკნიკი სანაპიროზე
◾️ სანაპიროზე მოგზაურობისთვის თან იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები.
◾️ ნაწილობრივ დამარხეთ თქვენი გამაგრილებელი ქვიშაში, გადააფარეთ ნაჭერი და დაჩრდილეთ სანაპიროს ქოლგით.
◾️ თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, წაიღეთ  ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც შეიცავს მინიმუმ 60% ალკოჰოლს.
◾️არ მიირთვათ მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც ინახებოდა ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე დიდი ხნის განმავლობაში. არ მიირთვათ მალფუჭებადი სურსათი, რომელიც ინახება  32°C-ზე მეტ ტემპერატურაზე 1 საათზე დიდი ხნის განმავლობაში.

 
წყარო: CDC (Centers for Disease Control and Prevention)



#HACCP #ISO22000 #სურსათისხარისხი #სტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობისსტანდარტი #უვნებელისურსათი
რჩევები პიკნიკისთვის