გლუტენის გარეშე
გლუტენის გარეშე ეტიკეტზე
ბევრ ადამიანს აწუხებს ცელიაკია, საჭმლის მომნელებელი აუტოიმუნური აშლილობა, რომელსაც შეიძლება მოყვეს ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები. FDA-ს სტანდარტი სურსათის ეტიკეტებზე პრეტენზიის „უგლუტენის“ შესახებ კრიტიკულია. ეს რეგულაცია მომხმარებლებს აძლევს გარანტიას, რომ წარწერა „უგლუტენო“ კვების პროდუქტებზე საიმედოა .
რა არის გლუტენი?
გლუტენი არის ცილა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხორბალში, ჭვავში, ქერსა და მარცვლეულის ნაჯვარებში, როგორიცაა ტრიტიკალი. სურსათი, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს გლუტენს: პური, ნამცხვრები, ბურღულეული, მაკარონი და ბევრი სხვა. გლუტენი-წებოვანა არის ინგრედიენტი, რომელიც აძლევს პურს და სხვა მარცვლეულ პროდუქტებს ფორმას, სიმტკიცეს და ტექსტურას. თუმცა, ამ მარცვლებიდან ბევრი შეიძლება დამზადდეს გლუტენის გარეშე.
FDA-ს რეგულაცია „უგლუტენო“ თვის
,,უგლუტენო" არის ნებაყოფლობითი მოთხოვნა, რომელიც სურსათის მწარმოებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ თავიანთი პროდუქტების ეტიკეტირებაში. თუ მწარმოებლები თავიანთი სურსათის ეტიკეტზე ,,უგლუტენოს'' დაურთავენ, ისინი პასუხისმგებელნი არიან ჭეშმარიტად და არა შეცდომაში შემყვანი ფორმით გამოიყენონ, რეგულაციებით დადგენილ და FDA-ს მიერ აღსრულებულ ყველა მოთხოვნასთან შესაბამისობაში.
სურსათი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს გლუტენის გარეშე
სურსათს,რომელიც დამზადებულია ისე, რომ გლუტენისგან თავისუფალი იყოს ან ბუნებით გლუტენისგან თავისუფალი, მას შეიძლება ეწოდოს ,,გლუტენის გარეშე''. თუ ის აკმაყოფილებს FDA-ს ყველა მოთხოვნას უგლუტენო სურსათისთვის. სურსათი და სასმელები, როგორიცაა წყაროს წყალი, ხილი, ბოსტნეული და კვერცხი ბუნებრივად გლუტენისგან თავისუფალია.მიუხედავად იმისა, რომ სურსათი შეიძლება იყოს ბუნებრივად უგლუტენო, რეგულაცია საშუალებას იძლევა, მაგრამ არ მოითხოვს, ,,გლუტენის გარეშე'' დაწერას შეფუთვაზე.
გლუტენის გარეშე მარკირება
უგლუტენო მითითებული არ უნდა იყოს რაიმე კონკრეტულ ადგილას სურსათის ეტიკეტზე. მწარმოებლებს შეუძლიათ აირჩიონ სად განათავსონ იგი, თუ ის არ ერევა სავალდებულო მარკირების ინფორმაციას და აკმაყოფილებს მარეგულირებელ მოთხოვნებს.
წყარო: CDC (Centers for Disease Control and Prevention)
#HACCP #ჰასპისსისტემა #სურსათისუვნებლობისსისტემა #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისხარისხი #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი