გლუტენი
გლუტენი იგივე წებოგვარა,მცენარეული წარმოშობის ცილაა,რომელსაც შეიცავს სხვადასხვა მარცვლეული.გლუტენის გადასამუშავებლად ორგანიზმს დიდი რაოდენობით ფერმენტები ჭირდება,ადამიანის ორგანიზმს აქვს საჭმლის მომნელებელი ფერმენტები,რომლებიც გვეხმარება სურსათის დაშლაში.პროტეაზა არის ფერმენტი, რომელიც ეხმარება ჩვენს სხეულს ცილების გადამუშავებაში, მაგრამ მას არ შეუძლია მთლიანად გლუტენის დაშლა. ადამიანების უმეტესობას უპრობლემოდ შეუძლია გაუმკლავდეს მოუნელებელ გლუტენს,მაგრამ ზოგიერთ ადამიანში გლუტენმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე აუტოიმუნური რეაქცია ან სხვა უსიამოვნო სიმპტომები.
აუტოიმუნურ პასუხს გლუტენზე ეწოდება ცელიაკია, „გლუტენის აუტანლობა“ ცელიაკიას სახელითაც არის ცნობილი და ამ დაავადების გამოვლენის შემთხვევები მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. ცელიაკიამ შეიძლება დააზიანოს წვრილი ნაწლავი. ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ცელიაკია, მაინც ავადდება გლუტენის შემცველი სურსათის მიღების შემდეგ.
გლუტენის შემცველი პროდუქტები:
1. გლუტენის მთავარი წყარო ბურღულეულია,მათ შორის:
2. ხორბალი
3. ჭვავი
4. ქერი
5. კუსკუსი
6. მანანის ბუღული
ხშირად გლუტენს შეიცავენ პროდუქტები,რომელთა ელასტიურობასაც ხელოვნურად ზრდიან ფორმის მისაცემად,იგი შედის კეტჩუპების,საწებლების,ჩიფსის,კანფეტების,ნაყინის,სოიოს სოუსების,კარტოფილი ფრის,ვიტამინებისა და ზოგიერთ ხორც-პროდუქტების შემადგენლობაში.
გლუტენისგან თავისუფალი ბურღულეულის სახეობებია:
1. სიმინდი
2. ფეტვი
3. ბრინჯი
4. შვრია
მწარმოებელს კანონი ავალდებულებს, რომ ეტიკეტზე მიუთითონ ყველა ალერგენი, რაც პროდუქტის შემადგენლობაშია. თუ გლუტენი მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან, მაგრამ წარმოების ტექნოლოგიის გამო, შეიძლება შემთხვევით მოხვდნენ პროდუქტში. ნებისმიერი ესეთი პროდუქტის შეფუთვაზე წაიკითხავთ წარწერას: - "შეიძლება შეიცავდეს გლუტენის კვალს“. იმისათვის, რომ კვების რაციონიდან ამოიღოთ გლუტენის შემცველი პროდუქტი, ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტების შემადგენლობა ეტიკეტზე. ხშირად ეს არის სიმბოლო, გადახაზული ხორბლის თავთავისა, ან წარწერა: "არ შეიცავს გლუტენს“.
უგლუტენო სურსათი
არსებობს უამრავი ჯანსაღი სურსათი, რომელიც ბუნებრივად გლუტენის გარეშეა, მათ შორის:
1. ხორცი
2. თევზი და ზღვის პროდუქტები
3. კვერცხები
4. რძის პროდუქტები
5. ხილი
6. ბოსტნეული
7. პარკოსნები
8. თხილი
9. ცხიმები, როგორიცაა ზეთები და კარაქი
ზოგადად უკეთესია ადამიანებისთვის აირჩიონ ბუნებრივად უგლუტენო სურსათი, ვიდრე დამუშავებული უგლუტენო პროდუქტები. ისინი, როგორც წესი, დაბალია ნუტრიენტებით და მაღალია დამატებული შაქრით ან რაფინირებული მარცვლეულით. სასმელების უმეტესობა ასევე გლუტენის გარეშეა, გარდა ლუდისა, თუ არ არის ეტიკეტირებული გლუტენის გარეშე.
ცელიაკიას სიმპტომები:
1. დიარეა
2. ყაბზობა
3. დაღლილობა
4. კანის რეაქციები
5. დეპრესია და შფოთვა
6. წონის აუხსნელი კლება
7. რკინადეფიციტური ანემია
8. აუტოიმუნური დარღვევები
9. სახსრებისა და კუნთების ტკივილი.
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისდაცვისსტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისხარისხი