პურ-ფუნთუშეულის შენახვა
პური
1. არ აქვს მნიშვნელობა, პური სად შეიძინეთ, მაღაზიაში,საცხობში თუ თავად მოამზადეთ. პური უფრო დიდხანს რჩება ახალი, როდესაც ის შედარებით ჰერმეტულ გარემოშია, რადგან ჰაერის ცირკულაცია აჩქარებს გაფუჭების პროცესს. თუ პური ქაღალდის შეფუთვაშია და იკვრება, შეგიძლიათ ასევე დატოვოთ. ქაღალდი ,,სუნთქავს" და პურს არ დაანესტიანებს, ამავდროულად ის პურს გამოხმობისგან საკმარისად დაიცავს.
2. ობი ხარობს ჰაეროვან, თბილ ადგილებში, ამიტომ პურის შესანარჩუნებლად მოძებნეთ გრილი, მშრალი ადგილი. პურის შესანახად ყველაზე ცუდი ადგილი მაცივრის თავზეა,რადგან მაცივრიდან წამოსული სითბო ხელს უწყობს ობის წარმოქმნას.
3. შეინახეთ პური ყუთში ან ჰერმეტულ კონტეინერში,მიირთვით სამი ან ოთხი დღის განმავლობაში.
4. პურის შესანახი ადგილი უნდა დამუშავდეს 1-2 კვირაში ერთხელ 1%-იანი ძმარმჟავის ხსნარით,რათა თავიდან აიცილოთ მიკრობების გამრავლება.
5. სხვადასხვა ტენიანობის მქონდე პური ერთად არ უნდა შეინახოთ (მაგალითად ჭვავის და ხორბლის პური), რადგან მაღალი ტენიანობის პური უფრო მალე დაობდება ვიდრე დაბალი ტენიანობის პური.
6. მოარიდეთ პურს მზის სხივები.მზის მწველი სხივები პურს დროზე ადრე გამოაშრობს და გაახმობს, ამიტომ მოარიდეთ პური მწველ ადგილებს.
ფუნთუშა/ნამცხვრები
1. კარაქისგან დამზადებული ნამცხვრები ინახება 3-4 დღის განმავლობაში მაცივარში.
2. კრემიანი ნამცხვრები ინახება 1-3 დღე.
3. ორცხობილები უნდა შეინახოთ გრილ,მშრალ ადგილას.სახეობის მიხედვით შეგიძლიათ შეინახოთ რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე,ასევე შესაძლებელია გაყინვაც 6 თვემდე.გაყინული ორცხობილების გასალღობად,უმჯობესია საყინულედან გამოღების შემდეგ შედგათ ორცხობილები ღუმელში 160 °C-ზე 2-3 წუთის განმავლობაში.
ასევე შეგიძლიათ გაყინოთ ცომი, გაყინული ცომი საუკეთესოდ გამოიყენება 3 თვის განმავლობაში, მაგრამ შეგიძლიათ გაყინოთ 6 თვემდე. გასალღობად შედგით მაცივარში მთელი ღამით.გაყინული ცომი გამოაცხვეთ 3-5 წუთით დიდი ხნით,ვიდრე ჩვეულბრივად მომზადებული ცომი.
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისდაცვისსტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #სურსათისხარისხი