საკვები ბოჭკო
საკვები ბოჭკო (უჯრედისი) მოიხმარებოდა საუკუნეების მანძილზე, დღესდღეობით სუპერმარკეტებში ეტიკეტზე მითითებულია საკვები ბოჭკოს შემცველობა. მიუხედავად იმისა რომ ბოჭკო არ მიიჩნევა როგორც კონკრეტული სურსათი, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და დიეტოლოგები ეთანხმებიან იმას, რომ ბოჭკო საჭიროა საკმარისი რაოდენობით კუჭნაწლავის ტრაქტის სათანადო ფუნქციონირებისათვის. საკვები ბოჭკო არის მცენარეული სურსათი ანუ ნახშირწყლების შემცველი სურსათი, რომელიც ადამიანის წვრილ ნაწლავში არც მოინელება და არც შეიწოვება ანუ სრულიად რეზისტენტულია და მსხვილ ნაწლავში ხდება ნაწილობრივი ფერმენტაცია. LDL-ქოლესტერინის შემცირება, სისხლში ინსულინის დონის რეგულირება, კუჭის მოქმედების გაუმჯობესება დაკავშირებულია საკვები ბოჭკოს მიღებასთან, ადამიანების მიერ მოხმარებული. პროდუქტებით, რომელიც მდიდარია ბოჭკოვანი კომპონენტებით ,მაგალითად,ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და კაკალი. საკვები ბოჭკოს მოხმარებას საფუძველი ჩაეყარა მაღალი შემცველობის ბოჭკოვანი საკვების ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე, რის გამოც შემცირდა კვებასთან დაკავშირებული დაავადებების რისკი აშშ-ში. კერძოდ, სიმსუქნე, კორონალური დაავადება, დიაბეტი, კუჭნაწლავის აშლილობა, მათ შორის შეკრულობა, ნაწლავის ანთებითი დაავადებები როგორიცაა დივერტიკულიტი, წყლულოვანი კოლიტი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე.
მიუხედავად იმისა, რომ საკვები ბოჭკო ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა და მასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების რისკის შემცირება, მათი მოხმარების დონე ისევ დაბალი რჩება მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, კერძოდ შეერთებულ შტატებში. კვების ბიოტექნოლოგები იყენებენ დიდი რაოდენობით ბოჭკოს შემცველ ინგრედიენტებს, რათა აწარმოონ არა მხოლოდ ბოჭკოთი მდიდარი სურსათით მომარაგება ,არამედ გააუმჯობესონ მაღალ შემცველი ბოჭკოვანი პროდუქციის გემო, რაც წამახალისებელი იქნება ამ ტიპის პროდუქციის მოხმარების გასაგრძელებლად.
ხსნადობაზე დაფუძნებული კლასიფიკაცია
ხსნადობის უნარის მიხედვით კვებითი ბოჭკოების კლასიფიკაცია ხდება ორ ტიპად- ხსნად და უხსნად კვებით ბოჭკოებად.
ხსნადი ბოჭკოები იხსნებიან წყალში მათ რიცხვში შედის ფისი, ლორწო, პექტინი და ზოგიერთი ჰემიცელულოზა. ეს ბოჭკოები გვხვდება ყველა სახის ბარდაში, ოსპში, თითქმის ყველა ტიპის ლობიოში, შვრიაში, ქერში, ბოსტნეულში (სტაფილო) და ზოგიერთ ხილში როგორიც არის ვაშლი, ფორთოხალი. პსილიუმის მარცვალიც აგრეთვე შედის ამ ჯგუფში. ადამიანები,რომლებიც დაავადებულნი არიან დიაბეტით უნდა მიიღონ ისეთი სურსათი, რომლებიც შეიცავს ხსნად კვებით ბოჭკოებს, რომლებიც მონაწილეობენ სისხლში შაქრის დონის შემცირებაში და კონტროლში და აგრეთვე ამცირებენ მოთხოვნილებას ინსულინზე; კვლევებმა აჩვენა, რომ ლობიო, შვრია, ფსილიუმი ან ხსნადი კვებითი ბოჭკოების სხვა წყაროები ეხმარება უზმოზე დაწიოს სისხლში შაქრის დონე, აგრეთვე ისინი მონაწილეობენ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში განსაკუთრებით LDL-ქოლესტერინს ანუ ე.წ. ,,ცუდი” ქოლესტერინს. ბოჭკოები ამცირებენ სისხლში ქოლესტერინს ნაღვლის მჟავების ,,დაჭერის” გზით, ნაღვლის მჟავა წარმოიქმნება ქოლესტერინისგან, გადააქვთ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და შემდეგ ორგანიზმიდან გამოიდევნება ნარჩენის სახით. მკვლევარების მიერ დადგენილ იქნა რომ ლობიოში ხსნადი ბოჭკოები, ფსილიუმის ბოჭკოები და შვრიის ბოჭკოები აგრეთვე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
უხსნადი ბოჭკოები არ იხსნებიან წყალში. ცელულოზა, ლიგნინი და ჰემიცელულოზის ნაწილი მიეკუთვნებიან უხსნადი ბოჭკოების ტიპს. ეს ის ბოჭკოებია რომლებიც განაპირობებენ მცენარეების სტრუქტურას. ყველა მარცვლოვანი, ხორბლის და მარცვლოვნების ბოჭკოები, ბევრი ტიპის ბოსტნეული მათ შორის ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ლობიო, კარტოფილი არის უხსნადი საკვები ბოჭკოების ძალიან კარგი წყარო. ბოსტნეული და ხილის კანი აგრეთვე ძალიან კარგი წყაროა უხსნადი ბოჭკოების. ხორბლის ქატოც მდიდარი წყაროა უხსნადი საკვები ბოჭკოების ამიტომაც ის ემატება ბევრ დილის მშრალ ხორბლეულის საუზმეს. უხსნადი ბოჭკო აგრეთვე ცნობილია როგორც ,,უხეში სურსათი” ,რომელიც ეხმარება საჭმლის მონელების პროცესს ნაწლავში წყლის შენარჩუნების სახით,რაც განაპირობებს რბილ ფეკალურ მასას და ამრიგად ხელს უწყობს კუჭის ნორმალურ მოქმედებას,მაგალითად,ქატო შეიცავს დიდი რაოდენობით რაც უზრუნველყოფს კუჭნაწლავის ზოგიერთი დაავადებების პრევენციას: დივერტიკულოზი და ჰემოროი.
საკვები ბოჭკოების ფიზიოლოგიური ფუნქციები
სიმსივნე სასაკვები ბოჭკოები
ნაწლავის სიმსივნე ერთერთი გავრცელებული დაავადებაა თითქმის ყველა ქვეყანაში რაც იწვევს სიკვდილიანობას. ისტორიული დაკვირევებებისა და ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგენილია საკვები ბოჭკოებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის პრევენციული როლი ნაწლავის სიმსივნის დროს. უნდა ითქვას ისიც, რომ ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი ფერმენტირებადი საკვები ბოჭკოების ანტიკანცეროგენული როლი, თუმცა შესაძლებელია რომ ყველა ან ზოგიერთი მათგანი ჩართულია სიმსივნის საწინააღმდეგო მეტაბოლური რეაქციების ჯაჭვში.
საკვები ბოჭკოები და ნახშირწყლების მეტაბოლიზმი
თუ სურსათი შეიცავს კარგად ფერმენტირებად ვისკოზურ ბოჭკოებს ,როგორც საკვებ დანამატებს აღმოჩნდა რომ ამას აქვს უდიდესი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, რაც ამცირებს გლიკემიურ პასუხს და ზრდის ინსულინის რაოდენობას ანუ ხდება შაქრიანი დიაბეტის პრევენცია. ეპიდემიოლოგების მიერ დადგინდა რომ სურსათი მაღალი გლიკემიური ინდექსით და გლიკემიური დატვირთვით ზრდის შაქრიანი დიაბეტის რისკს.
საკვები ბოჭკოები, ლიპიდური მეტაბოლიზმი, გულსისხლძარღვთა დაავადებები
სისხლში ჯამური ქოლესტერინი და LDL ქოლესტერინი გამოიყენება ბიომარკერებად, როგორც დაავადებების პოტენციური რისკ-ფაქტორები. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა რომ სისხლის ქოლესტერინის შემცირება ხდება კარგად ფერმენტირებადი საკვები ბოჭკოების საშუალებით. აქედან გამომდინარე მათ აქვთ პრევენციული როლი კარდიოვასკულარული დაავადებების დროს. 1998 წელს მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა გლუკოზისა და ინსულინის დაბალი შემცველობა ინულინის მიღების შედეგად. რომლის დროსაც ხდება ლიპიდური მეტაბოლიზმის გაზრდა, ნაწლავური ჰორმონების სეკრეციის გაზრდა, რომლებიც არეგულირებენ ინსულინის დონეს.
საკვები ბოჭკოები, მინერალების ბიოთავსებადობა და ძლოვანი სისტემის ჯანმრთელობა
ხილსა და ბოსტნეულში არსებულ საკვებ ბოჭკოებს აქვთ ზოგიერთი მინერალის აბსორბციისა და შეკავების უნარი. კარგად ფერმენტირებადი საკვები ბოჭკოები მიიჩნევა, როგორც მეტაბოლიზმის დროს აბსორბციის პროცესის მაინდუცირებელნი. ინულინი და ფრუქტოოლიგოსაქარიდები ხელს უწყობენ ნაწლავში მინერალების აბსორბციას. საკვები ბოჭკოები აგრეთვე ახდენენ გავლენას აზოტის ბალანსზე. ბოჭკოები მოქმედებენ როგორც გაზრდილი მიკრობული მასის სუბსტრატი, რომლებიც უტილიზაციას უკეთებენ ფეკალურ აზოტს ანუ ხელს უწყობენ აზოტის დაგროვებას, შეკავებას.
საკვები ბოჭკოები და კუჭნაწლავის სისტემის დარღვევები
მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირება და მასში არსებული მიკროფლორა განაპირობებს კუჭნაწლავის სისტემის ჯანსაღ მდგომარეობას. საკვები ბოჭკოების ფერმენტაციის შედეგად მიღებული პროდუქტები არის მნიშვნელოვანი იმისათვის რათა მოხდეს მსხვილი ნაწლავის კედლის დაცვა და დაზიანებული ნაწლავის აღდგენა. აგრეთვე ისინი ასრულებენ ბარიერის როლს საკვებში შემავალი არასასარგებლო ნივთიერებების და მიკრობების შეღწევის თავიდან ასაცილებლად, ანუ წარმოადგენენ იმუნური სისტემის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტს.
ამ ბარიერის მოშლა შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით. სტრესი, შიმშილი და ზოგიერთი კლინიკური შემთხვევა როცა ნაწლავი ზიანდება. მკვლევართა მიერ დადასტურებულია რომ მაგ. ინულინი ხელს უწყობს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და აუცილებელი მიკროორგანიზმების ზრდას და მინიმალურ დონემდე ამცირებს პათოგენების გამრავლების პროცესს და ცილების დეგრადაციის შედეგად წარმოქმნილ პროდუქტებს როგორიც არის: ამონიუმი, ფენოლური პროდუქტები, ამინები. რომლებიც ხშირ შემთხვევაში იწვევენ სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებს და წყლულოვან კოლიტებს. იმ შემთხვევაში როცა ნაწლავი კარგავს ბარიერის ფუნქციას ჩნდება ქრონიკული ანთებითი პროცესი. არაფერმენტირებადი საკვები ბოჭკოები მაგ. ცელულოზა მონაწილეობს ნაწლავში ლორწოს წარმოქმნის პროცესში, რომელიც იცავს ნაწლავის კედლებს ენზიმებისა და ტოქსინებისგან. აგრეთვე ისინი წარმოადგენენ მიკროორგანიზმების საკვებ წყაროს.
მდგრადი (რეზისტენტული) სახამებელი
მდგრადი სახამებელი ასტიმულირებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმების ზრდას როგორიც არის ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები. მათი როლი დამტკიცებულია აგრეთვე სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის კონტროლისა და წონის კონტროლის პროცესში. რეზისტენტული სახამებლის ფერმენტაციის შედეგად წარმოიქმნება ბუტირის მჟავა, რომელსაც აქვს ბარიერის ფუნქცია.
სასარგებლო საკვები ბოჭკოები
- მარცვლეულის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული. შეიცავენ ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს, საკვები ბოჭკოების მდიდარი წყარო.
- შვრია და ქერი დიდი რაოდენობით შეიცავს საკვებ ბოჭკოებს. მისგან აწარმოებენ შვრიის იოგურტებს, როგორც ფუნქციონალურ საკვებს, აგრეთვე შვრიის სასმელებს. შვრია შეიცავს ბეტა გლუკანს.
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #ISO22000 #სტანდარტი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #სურსათისუვნებლობისსტანდარტი