დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

მაღალპროდუქტიული ძროხების 7 საიდუმლო ჩინეთში

სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთში ყველაზე მაღალმოსავლიანი  და ფართომასშტაბიანი რძის მეურნეობებია, რაც გულისხმობს ათასობით ძროხის ფერმებს. ამ ფერმათაგან ბევრს აქვს საშუალო მოსავალი დაახლოებით 12,000 კგ ძროხა წელიწადში, ხოლო ჩინეთში ყველაზე მაღალი საშუალო მოსავლიანობის მქონე ფერმას, 2020 წელს, ჰქონდა 13,654 კგ ძროხა წელიწადში.
ფართომასშტაბიანი ფერმერული კომპანიების მონაცემების დათვალიერებისას გამოირჩევა ერთ-ერთი მათგანი , ,,AustAsia'' ფერმერული კომპანია, რომელსაც აქვს რძის რვა ფერმა ჩინეთში.ჩიფენგის ფერმაც ერთ-ერთი მათგანია,რომელსაც  91000 ათასი პირუტყვი ყავს.ამ ფერმერულ კომპანიაში ძროხები საშუალოდ 12,6 ტონას იძლევიან, მაგრამ როგორ შეიცვალა ჩინური ფერმები ასე სწრაფად დაბალმოსავლიანი ძროხებიდან მაღალმოსავლიანობამდე,მხოლოდ რამდენიმე ათწლეულში? არსებობს საერთო ფაქტორები:

1) სტრესის მინიმუმამდე შემცირება
წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ცხოველების მიმართ პატივისცემა და ის ქმედებებია, რომლებსაც სტრესის მინიმუმამდე შემცირება შეუძლიათ.აქ მხოლოდ მნიშვნელოვანი არ არის მეძუძური ძროხები, არამეძუძურ ძროხების სტრესის პრევენცია და კონტროლიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.მაგრამ რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ფოკუსირება უნდა მოახდინოთ ფერმის დიზაინზე, ყოველდღიურ წარმოებაზე, ყურადღება უნდა მიექცეს ძროხების მოშენებას ყველა სტადიაზე, ასევე შენარჩუნებული უნდა იყოს გარემოს სისუფთავე და სიმშრალე.უნდა დარწმუნდეთ, რომ ვენტილაცია ყოველთვის მუშაობს, სასმელი წყალი კარგი და ხელმისაწვდომია, ცხოველები არ განიცდიან ციებ-ცხელების  სტრესს,ჩლიქისა და მასტიტის ინფექცია მინუმამდეა დაყვანილი და გადაადგილდებიან ჯგუფებს შორის სწორი გზით, რათა ამის გამო სტრესი არ მიიღონ.
2) კვების გაკონტროლება 
ფერმერებმა და მეურნეობის მენეჯერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კვების დეტალურ კონტროლირებად მენეჯმენტს. ყურადღება უნდა მიაქცეს როგორც სუსრათის ნარევის ფორმულის დახვეწას, ისე კვების პროცესის დახვეწილ მართვას. TMR-ის (რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები) გადამოწმება უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ, გამოყენებული ნედლეულის შესაძლო ცვლილებების გასაგებად, რომლებიც სურსათის შერევის ფორმულის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. მაღალმოსავლიანი ძროხების მისაღებად, ბოჭკოვანი სურსათი უნდა იყოს მოთხოვნილი, განსაკუთრებით NDF(neutral detergent fiber)-ის პროპორცია მშრალ ნივთიერებაში და NDF მონელება. ასევე მნიშვნელოვანია ნახირის DMI-სა (სტანდარტული მეთოდი, რათა შეფასდეს, თუ რამდენს მოიხმარს ძროხა ან ძროხების ჯგუფი ლაქტაციის ციკლის კონკრეტულ მომენტში) და ნარჩენების რაოდენობის მონიტორინგი. მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი სურსათით კვება ზრდის მეძუძური ძროხების DMI-ს, მაგრამ თუ ბოჭკოვანი სურსათი არ არის კარგი და დეტალურად გამართული მშრალი ნივთიერების მიღება ნაკლები იქნება.მაშინ ლაქტაციის პერიოდში რძის პიკი, რომელიც აუცილებელია მაღალი მოსავლიანობისთვის, ნამდვილად არ იქნება მიღწეული.
,, პროვინციის ყველა ძროხის საშუალო მოსავლიანობამ ახლა 9000 კგ-ს გადააჭარბა, რითაც ნინგსიას პროვინცია ქვეყნის წამყვან პროვინციებს შორისაა.’’
3) მოწველისა და კვების სიხშირე
ცნობილია, რძის წარმოების ორგანოების უკეთესი გამოყენებით მოწველის სიხშირე დადებითად მოქმედებს ძროხების მოსავლიანობაზე, ჩინური ფერმების უმეტესობა ძროხას წველის დღეში 3-ჯერ და ზოგიერთი 4-ჯერაც, როგორც ჩინეთის ყველაზე მაღალმოსავლიან ფერმაში. მხოლოდ მოწველის სიხშირე საკმარისი არ არის, მოსავლიანობაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს კვების სიხშირე, დღეში 16-21-ჯერ კვება , მთავარი ტენდენციაა ჩინეთში.
4) გამოცდილი თანამშრომლები
ფართომასშტაბიანი მეურნეობების ერთ-ერთი  უპირატესობა ის არის, რომ შეუძლიათ ყავდეთ საკუთარი მრჩევლები და ვეტერინარები, რომლებიც მუშაობენ ფერმაში 24/7-ზე, ეს იწვევს მაღალ პროფესიონალიზმსა და შესაძლო პრობლემების გადაჭრის სწრაფ გზას.,,AustAsia''-ში ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ცხოველთა კვება და მათი კვების გუნდია, რომელიც პასუხისმგებელია სურსათის რეცეპტებზე ყველა ჯგუფისთვის. არსებობს მეცხოველეობის ჯგუფები, ვეტერინარული გუნდები და ა.შ. ეს გამოცდილი გუნდები უზრუნველყოფენ საუკეთესო შედეგს ნებისმიერ დროს.
5) ფოკუსირება რეპროდუქციაზე
მოსავლიანობის გასაზრდელად, დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს სათანადო მეცხოველეობის შედეგებზე, კარგი მეცხოველეობის 21-დღიანი PR (ორსულობის მაჩვენებელი) 30%-ზე მაღალია. წარმოების უწყვეტი ზრდის უზრუნველსაყოფად, ფერმერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მომავალზე და მინიმუმამდე დაიყვანონ შთამომავლობის მიღება დაბალი გენეტიკური ხარისხის ძროხებისგან. შეინარჩუნეთ ახალგაზრდა პირუტყვის გონივრული რაოდენობა და შეამცირეთ ფულადი სახსრების შემოტანა ახალგაზრდა პირუტყვისგან.
6) კარგი საერთო მენეჯმენტი
ყოველივე ზემოათღნიშნული მოითხოვს, რომ ფერმერებს ან მენეჯერებს სათანადო მართვისთვის. ჰქონდეთ მოწინავე მენეჯმენტის კონცეფციები და უნარები. კარგი და სტაბილური მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი SOP-ისა (სტანდარტული ოპერაციული პროცედურა)  და LEAN-ის (ლიდერობა,ნარჩენების აღმოფხვრა,) გამოყენებაა. მენეჯმენტის სისტემამ, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა თუ არა უმეტესობა მაინც ჩინეთში მიიღეს,გამორჩეული შედეგები გამოიწვია.
,, რძის ძროხების რაოდენობამ რეგიონში 574 ათასს მიაღწია, რაც მხოლოდ ერთ წელიწადში 137 ათასი ძროხით გაზრდაა.’’
7) კარგი მეურნეობის სტრუქტურა
მაღალპროდუქტიული რძის მეურნეობის კიდევ ერთი  მიზეზი ფერმების დაჯგუფებაა. ამის კარგი მაგალითი რძის მეურნეობაა, ნინგსიას პროვინციაში, რომელიც დომინანტურია ჩინეთში ,მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ,რამდენიმე წლის წინ, გადაწყვიტა ფოკუსირება კონკრეტულად რძის მრეწველობაზე და იგი გადააქცია  პროვინციის ინდუსტრიის მთავარ გასაღებად. ამით პროვინციამ კარგი პირობები შექმნა ფერმების ზრდისა და გაფართოებისთვის და 2020 წლის ბოლოს რეგიონში რძის ძროხის რაოდენობამ 574 ათასს მიაღწია, რაც მხოლოდ ერთ წელიწადში 137 ათასი ძროხით გაზრდას ნიშნავს.ამავდროულად, პროვინციაში სწრაფად გაუმჯობესდა რძის პროდუქტების გადამუშავების განვითარებაც.
გარდა ამისა, ხელისუფლების ამ განსაკუთრებულმა ყურადღებამ გამოიწვია მრავალი ახალი, ფართომასშტაბიანი რძის მეურნეობის აშენება და ახლა ფერმების 66%-ზე მეტს ჰყავს 1000-ზე მეტი ძროხა.პროვინციის ყველა ძროხის საშუალო მოსავლიანობამ  9000 კგ-ს გადააჭარბა, რითაც ნინგსიას პროვინცია ქვეყნის წამყვან პროვინციებს შორისაა. რძის მეურნეობის სწრაფმა განვითარებამ ნინგსიაში  შესანიშნავი შედეგები აჩვენა, რამაც პროვინციის ხანდაზმული რძის ფერმერების უზარმაზარი ცვლილებაც გამოიწვია, მათ შეცვალეს მეურნეობის გზა და მიმართეს დეტალურ კონტროლსა და კონტროლირებად მენეჯმენტს, ტრენინგებში მონაწილეობითა და ერთმანეთისგან სწავლით.




 
#HACCP #HACCPისსისტემა #ჰასპი #სურსათისუვნებლობისსისტემა #სურსათისუვნებლობა #უვნებელისურსათი #სურსათისუვნებლობისსტანდარტი
მაღალპროდუქტიული  ძროხების 7 საიდუმლო ჩინეთში