ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი - სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემების საკონსულტაციო ორგანიზაციაა, მან ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი, HACCP-APP წარადგინა.
HACCP-APP (ჰასპ აპი)ასე ჰქვია - ხარისხის საკონსულტაციო ცენტრის მიერ შემუშავებულ ვებ აპლიკაციას, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება ისეთი მენეჯმენტის სისტემების ბიუჯეტურად და ეფრექტურად შემუშავებასა და მართვაში როგორიც არის HACCP-ისა და ISO-ს სისტემები.
დამფუძნებლებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბაზარზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და სწორედ მათთან რამდენიმე წლიანი აქტიური თანამშრომლობითა და კონსულტაციებით შეიქმნა სოფტი ერთი დანიშნულებით, გაამარტივოს და ხელმისაწვდომი გახადოს ბაზარზე საკანონმდებლო და საერთაშორისო სტანდარტებთან წვდომის შესაძლებლობა და სერტიფიცირება.
2023 წლის 1 ივნისიდან ჰასპის სისტემის შემუშავება, დანერგვა და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყველა ტიპის სასურსათო მწარმოებელი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი ბიზნეოპერატორისთვის იქნება სავალდებულო, ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ერთ-ერთი პირობაა.
ჩვენ ქართულ ბაზარზე პირველი HACCP-ის სისტემის სოფტი სწორედ ამ მიზნისთვის შევიმუშავეთ, რომ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებაში დავეხმაროთ, როგორც საკონსულტაციო და სურსათის მწარმოებელ ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში არიან დასაქმებული ან გეგმავენ განვითარებას ამ მიმართულებით.
HACCP-APP-ში ერთ პლათფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო დოკუმენტი, და ინფორმაცია, რაც სჭირდება ნებისმიერი სპექტრის სასურსათო ორგანიზაციას ან სურსათის უვნებლობის სპეციალისტს რომ დაგეგმოს, წარმართოს და გააკონტროლოს უვნებელი სურსათის წარმოება ობიექტზე ნედლეულის შემოსვლიდან მზა სურსათის მომხმარებელთან მიწოდებამდე, და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს დაინტერესებულ პირს, „სურსათის ეროვნულ სააგენტო“-ს როგორც შესაბამისი მონაცემი ასევე სტატისტიკური ანალიზი.
ვებ აპლიკაცია ამარტივებს, აუჯობესებს და დროში ამცირებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს, ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით სხვადასხვა თანამედროვე მექანიზმებს რისი დახმარებითაც საერთოშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და პროგრამულ სტატისტიკზე დაყრდნობით პროგრამა იძლევა შესრულებული სამუშაოს ანალიზისა და გაუჯობესების შესაძლებლობას.
ხარისხის საკონსულტაციო ცენტრის დაკვირვებით, ცნობიერების ამაღლება არის უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებისთვის და ეს მომხმარებლისა და მწარმოებლის პასუხისმგებლობაა.
მიმართულება ახალი სფეროა და საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია გაჩნდა ბაზარზე. სექტორში მოთხოვნა აჭარბებს კვალიფიციურ მიწოდებას, შესაბამისად ბევრი არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლის და არასწორად დაგეგმილი სისტემის გამო ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციები ზარალდებიან და შედეგებზე ვერ გადიან.
სწორედ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით შევიმუშავეთ HACCP-APP, სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციისთვის ყოველგვარი ზედმეტი მაკულატურის გარეშე, ვებ-აპლიკაციით სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებას დამკვეთისთვის მისაღები ფორმით, კომპიუტერით, მობილური ტელეფონით, პლანშეტით ან სხვა.