როგორ დავნერგოთ HACCP სისტემა
HACCP-ის კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
მოახდინონ ნებისმიერი ტიპის სურსათის უვნებლობის საფრთხის იდენტიფიცირება;
შეაფასონ ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობა და შესაბამისობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან (GPM/GHP);
დააკომპლექტონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში HACCP-ის სისტემის გუნდი და მართოს დირექტორთან შეთანხმებით;
შეიმუშავონ საწარმოებელი პროდუქტების სპეციფიკაციები, წარმოების ბლოკ-სქემები;
ჩაატარონ შესაბამისი საფრთხის ანალიზი; დაადგინონ საკონტროლო და კრიტიკული საკონტროლო წერტილები;
დაადგინონ შესაბამისი კონტროლის/საფრთხის პრევენციის პროცედურები; წერილობით აღწერონ და დაადგინონ ორგანიზაციაში სურსათის უვნებლობის სისტემის გამართულად მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა.
მონაწილეები მიიღებენ ქართულ ენაზე ნათარგმნ კოდექს, დამხმარე მასალას, (ე.წ. HAND OUT), რომლებშიც იმუშავებენ 2 დღის განმავლობაში.
პირველი დღე:4სთ
მისალმება, გაცნობა და წარდგენა;
სურსათისა და სურსათის ტარის წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების HACCP, ISO 9001, ISO 22000, HACCP, BRC, FSSC, GLOBAL GAP-ის მოკლე მიმოხილვა და სერტიფიცირებული ბიზნესოპერატორების უპირატესობები ბაზარზე;
სურსათისა და სურსათის ტარის წარმოებასთან ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების მიმოხილვა;
საწარმოო პროცესზე, სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე მოქმედი ფაქტორები;
წარმოების სანიმუშო პრაქტიკა და წარმოების მაღალჰიგიენური მეთოდები (GPM/GHP);
მეორე დღე:4სთ
Haccp-ის სისტემის შექმნა და მისი საერთაშორისო აღიარება;
პროდუქციის სპეციფიკაციების შემუშავება;
პროდუქციის ტექნოლოგიური ბარათების შემუშავება;
საფრთხის ანალიზის ჩატარება;
კრიტიკული საკონტროლო და საკონტროლო წერტილების დადგენა;
წარმოების ბლოკ-სქემის შექმნა;
HACCP-ის გეგმის შედგენა;
ვალიდაცია და ვერფიკაციის პროცედურების ჩატარება;