მისია - ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა, ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, კერძო და საჯარო სექტორში არსებული რისკების შემცირებისა და ეფექტიანობის ამაღლების პროცესში მონაწილეობა. ჩვენი მიზანია კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიღწევაში. ხარისხის საკონსულტაციო ცენტრი სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებს ვეხმარებით მინიმალური დანახარჯებით დანერგონ მართვის სისტემები სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების, სოციალური პასუხისმგებლობის და ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებებით.
ჩვენ მიზნად ვისახავთ საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით შევასრულოთ მრავალმხრივი სამუშაო საერთაშორისო სტანდარტების (ISO 9001, ISO 22000, HACCP,GobalGAP, ISO27001 და სხვა) შესახებ ცნობიერების ამაღლების, ამ სტანდარტების დანერგვის, აუდიტისა და სერტიფიცირების წარმატებული პრაქტიკის შექმნის საქმეში. გვსურს რომ გავუზიაროთ ჩვენი გუნდის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებში მომუშავე შიდა აუდიტორებს, ხარისხის მართვის მენეჯერებს და სხვა მონათესავე პოზიციის სპეციალისტებს, რისთვისაც მივმართავთ ღია და კორპორატიული ტრენინგების ორგანიზებას
ჩვენი ხედვაა - ჩვენი საქმიანობით შევქმნათ მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტი რათა მუდმივად შეესაბამებოდეს აჭარბებდეს მათ მოთხოვნებსა და მოლოდენებს.
კონტაქტი